|
2018-07-16 11:50:05, 733 ნახვა
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინსიტრომ მომავალი მართლწესრიგის ოფიცრებისთვის ღია კარის დღე მოაწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომავალი მართლწესრიგის ოფიცრებისათვის ღია კარის დღე გაიმართა, სადაც დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ უწყების წარმომადგენლებს პირადად გასაუბრებოდნენ. მათგან უშუალო კომუნიკაციის გზით, მართლწესრიგის ოფიცრის თანამდებობისა და ფუნქციების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ. ღია კარის დღეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სტუმრებს მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიის, მისი ფუნქცია-მოვალეობების, სამუშაო პირობების და სხვა მასთან დაკავშირებულ საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. აღნიშნულ ვებგვერდზე მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ მართლწესრიგის ოფიცრებთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციის მიღება და მათ ტერიტორიას მიკუთვნებულ მართლწესრიგის ოფიცრებთან უშუალო კომუნიკაცია. კანდიდატებისთვის აუცილებელი მოთხოვნა არის უმაღლესი განათლება, ხოლო განცხადებების მიღების ბოლო ვადა - 25 ივლისია. ამ ეტაპზე, მართლწესრიგის ოფიცრის პოზიციის დასაკავებლად, განაცხადი 2000 ზე მეტ კანდიდატს აქვს შევსებული. შერჩეული კანდიდატები, საკვალიფიკაციო ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში, შესაბამის მომზადების კურსს გაივლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, რის შემდეგაც, ეტაპობრივად მოხდება მათი გადანაწილება სამოქმედო ტერიტორიების (უბნების) მიხედვით, მთელი თბილისის მასშტაბით. პერმანენტული მონიტორინგისა და შედეგების შეფასების შემდეგ, იგეგმება ინსტიტუტის შემდგომი გაფართოება ქვეყნის მასშტაბითაც. მართლწესრიგის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა კომპლექსური საკითხია, რომელშიც საზოგადოების ჩართულობა აუცილებელია. შესაბამისად, მართლწესრიგის ოფიცერი იქნება ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდი პოლიციასა და საზოგადოებას შორის, იმისათვის, რომ შედგეს ეფექტიანი, ინტენსიური კომუნიკაცია და გაღრმავდეს ნდობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანია, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის დანერგვით, არა მხოლოდ დანაშაულთან ბრძოლა, არამედ დანაშაულის გამომწვევი მიზეზების სიღრმისეული კვლევა და სწორედ ამ მიზეზების გადაჭრა, რაც დანაშაულის პრევენციის აუცილებელი პირობაა. ვაკანსიის გამოცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანია ამ პოზიციაზე მოიზიდოს, მოტივირებული და კვალიფიციური ადამიანები, რომლებსაც სურვილი აქვთ ემსახურონ ქვეყანას და თავიანთი წვლილი შეიტანონ საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაში.
(NS)
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
მედიასაშუალებებმა გაამჟღავნეს flydubai-ს პილოტის ვინაობა, რომელმაც ბორტზე ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)