|
2018-07-10 22:37:22, 1049 ნახვა
სამართალი
ავტობუსში 17 წლის მოზარდის დაჭრის ფაქტზე, არასრულწლოვანი დააკავეს
თბილისში, დღეს მოზარდი დაჭრეს შემთხვევა #140 ავტობუსში მოხდა. დაჭრილი მკურნალობას „რეგიონულ ჰორპიტალში“ გადის. მას მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა ჰქონდა და ოპერაცია ჩაუტარდა. შსს-მ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2002 წელს დაბადებული ი.პ. დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 7–დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მდებარე ავტობუსის გაჩერებასთან, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის კუთვნილ, ნომერ 140-ე ავტობუსში მგზავრობისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2000 წელს დაბადებულ კ.მ-ს ცივი იარაღით მუცლის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კ.მ. სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის თანამშრომლებმა სტაციონარში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ამოიღეს და დაათვალიერეს ავტობუსის შიდა სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერები, სადაც დაფიქსირებულია მომხდარი ფაქტი. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება, ხმის მიცემა დაიწყო
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)