|
2018-07-02 20:35:26, 911 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი: სიღარიბის დაძლევის, ერთადერთი გზა გადის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებაზე
ჩვენი მთავარი გზავნილია საქართველოში სიღარიბის დაძლევა, რომლის წარმატების ერთადერთი გადის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერმა საგადასახადო რეჟიმი, რომელიც დღეიდან ამოქმედდა უნიკალურად შეაფასა და აღნიშნა, რომ ის მცირე მეწარმეებს ბრუნვის გადასახადს 5-ჯერ შეუმცირებს. „როგორც დაგპირდით, საქართველოს ეკონომიკაში ჩვენ დავამკვიდრებთ სამართლიან თამაშის წესებს, ისეთ ეკონომიკურ მოდელს, რომელიც ორიენტირებული იქნება მთავარი გამოწვევის დამარცხებაზე და აღმოფხვრაზე - ეს არის ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ საქართველოში დავძლიოთ სიღარიბე. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს მემკვიდრეობით ერგო ისეთი ეკონომიკური მოდელი, სადაც ხშირად სამწუხაროდ საგადასახადო ტვირთი მცირე მეწარმეებისთვის იყო უფრო დიდი, ვიდრე მსხვილი ბიზნესისათვის; ისეთი მოდელი, სადაც მცირე მეწარმეებს ჰქონდათ მნიშნელოვანი ბარიერი იმისთვის, რომ გაეფართოებინათ თავიანთი მომსახურებისა და პროდუქციის გაყიდვის ბაზარი. ამასთან ერთად, საგადასახადო ადმინისტრირების მექანიზმები ხშირად აიძულებდა მცირე მეწარმეებს ყოფილიყვნენ ჩრდილოვან ეკონომიკაში. ჩვენი მთავარი გზავნილია საქართველოში სიღარიბის დაძლევა, რომლის წარმატების ერთადერთი გადის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებაზე. ეს არის ერთადერთი გზა, რითაც ჩვენ შეგვიძლია გავუმკლავდეთ ჩვენს ეკონომიკურ გამოწვევას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მისი თქმით, ეს არის ძალიან მასშტაბური რეფორმა, რომელიც მეწარმე ფიზიკური პირების თითქმის 100 პროცენტს ეხება. „ჩვენ ვსაუბრობთ დაახლოებით 120 ათას მეწარმე ფიზიკურ პირზე და მათ უკან მდგომ უამრავ ადამიანზე. ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა მხარი დაუჭირა აღნიშნულ ინიციატივას და შედეგად, პარლამენტმა დაამტკიცა შესაბამისი ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომელიც დღეიდან უკვე ამოქმედებულია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)