|
2018-07-02 14:40:09, 764 ნახვა
ეკონომიკა
ჰონგ კონგის ეკონომიკური განვითარების მდივანი: საქართველოს ისეთივე მნიშვნელობა ენიჭება ევრაზიის რეგიონში, როგორც ჰონგ-კონგს აზიაში
„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჰონკონგსა და საქართველოს შორის სასარგებლო, ყოვლისმომცველი და მნიშვნელოვანია. ჩვენი ეკონომიკები ძალიან დაშორებულია ერთმანეთისგან - ჩვენ ვართ აზიის დიდი კონტინენტის კიდეში, ხოლო საქართველო ევრაზიის რეგიონია. ჩვენ გვაერთიანებს საერთო ხედვა და რწმენა, რომ თავისუფალი ვაჭრობა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ჩვენი ეკონომიკების განვითარებას, არამედ დანარჩენ მსოფლიოსაც," - განაცხადა ჰონგ კონგის (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული ერთეული) კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანმა ედვარდ იაო თენგ ვამ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. ედვარდ იაო თენგ ვას განცხადებით, „ჰონგ-კონგში ადამიანებმა შეიძლება ბევრი რამ არ იცოდნენ საქართველოს შესახებ, მაგრამ მიმაჩნია, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ხელს შეუწყობს პროცესს, რომ ჰონგ-კონგი ევრაზიის გულში მნიშვნელოვნად იყოს წარმოდგენილი, რადგან საქართველოს ისეთივე მნიშვნელობა ენიჭება ევრაზიის რეგიონში, როგორც ჰონგ-კონგს - აზიაში." „სულ ახლახანს გადავხედე Heritage Foundation-ის ინდექსს. ამ შეფასებით ჰონგკონგი უკვე 24 წელია პირველ ადგილზეა, ხოლო საქართველო ამ რეიტინგში მე-16 პოზიციაზე 180 ქვეყანას შორის. საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც ბოლო ათეული წლის განმავლობაში მნიშვნელოვან ეკონომიკურ წინსვლას მიაღწია," - განაცხადა ჰონგ კონგის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანმა. მან ძალიან მაღალი შეფასება მისცა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას, რომელიც რეკორდულად მოკლე დროში დასრულდა. „ვიმედოვნებთ, რომ იგი იქნება სახელმძღვანელო დოკუმენტი იმ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებისთვის, რომლებსაც მომავალში გავაფორმებთ. ამგვარი ხელშეკრულებები უაღრესად მნიშვნელოვანია გლობალური სავაჭრო სისტემის პირობებში, სადაც პოტენციალი ულევია. შეთანხმების მაღალი სტანდარტი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ჩვენ გვჯერა ამ სავაჭრო პოტენციალის. საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია გავიდეთ ჯერ ევრაზიის, ხოლო შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე და ა.შ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხელშეკრულების ხელმოწერით იწყება ჩვენი ეკონომიკური განვითარების ახალი ეტაპი, რომელიც ორივე ეკონომიკას დიდ სარგებელს მოუტანს," - განაცხადა ჰონგ კონგის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანმა. საქართველოსა და ჰონგ კონგს შორი შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 28 ივნისს, ჰონგ კონგში „ერთი სარტყელი - ერთი გზის" სამიტის ფარგლებში მოეწერა.
(NS)
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)