|
2018-07-02 11:15:21, 816 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკმა“ და DEG-მა 70 მილიონი დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი
თიბისი ბანკმა გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოებისგან (DEG) 70 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა, რომელიც 7 წლის განმავლობაში, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას მოხმარდება. „აღფრთოვანებული ვართ თიბისი ბანკის მენეჯმენტის პროფესიონალიზმითა და მათ მიერ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის შეთავაზებული პროდუქტებისა და მომსახურების მაღალი ხარისხით. ჩვენთვის საამაყოა თიბისი ბანკთან სასესხო ხელშეკრულების გაფორმება, რადგან ვთვლით, რომ აღნიშნული რესურსი ბანკის კლიენტებს განვითარებაში, ხოლო ქვეყანას სამუშაო ადგილების შექმნაში შეუწყობს ხელს", - განაცხადა DEG-ის ფინანსური ინსტიტუტებისა და გერმანიის ბიზნესსაწარმოების სამსახურის უფროსმა, პეტრა კოტემ. „გვეამაყება, რომ თიბისი ბანკი DEG-ის გრძელვადიანი პარტნიორია. 20 წლის მანძილზე წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში, DEG-მა თიბისი ბანკს დახმარება გაუწია არაერთი სასესხო პროდუქტის, ტექნიკური დახმარების პროგრამებისა და კაპიტალში ინვესტიციების სახით. აღნიშნული ტრანზაქცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ ორი ინსტიტუციის წარმატებულ თანამშრომლობას და ვიმედოვნებთ, რომ ეს პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ. DEG 55 წელზე მეტია რაც განვითარებად ბაზრებზე კერძო ორგანიზაციებს უწევს დახმარებას. მხარდაჭერა მოიცავს როგორც ფინანსური რესურსის გამოყოფას, ისე ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ რეკომენდაციებს. 2018 წლის 31 მარტის მონაცემებით, DEG-ის მთლიანი საკრედიტო პორტფელი 37.8%-ს შეადგენს, სადეპოზიტო პორტფელი კი - 38.9%-ს
(R)
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)