|
2018-06-29 19:18:25, 1107 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს საჰაერო სივრცეში „საქაერონავიგაციის“ მიზეზით შეფერხებული ფრენების მაჩვენებელი 0 %-ია
ევროპის სააეარნაოსნო უსაფრთხოების ორგანიზაციამ (Eurocontrol) 2017 წლის შეფერხებული ფრენების კვლევის და მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, „ევროკონტროლის" წევრ ქვეყნებში, გასული წლის მონაცემებით ფრენების შეყოვნების საერთო ჯამმა, თითო შესრულებულ ფრენაზე 16.89 წუთს მიაღწია. ასევე, გასული ერთი წლის მონაცემებით, ფრენების შეყოვნებამ თითო ფრენაზე წარმოადგინა 0.6 წუთი. აღსანიშნავია, რომ „ევროკონტროლის" კვლევაში, საქართველოს საჰაერო სივრცეში და საქართველოს აეროპორტების აფრენა-დაფრენის ზონებში, „საქაერონავიგაციის" მიზეზით შეფერხებული ფრენების მაჩვენებელი 0 %-ია. შეფერხებული ფრენების მონიტორინგი და ანალიზი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ევროპაში ფრენების უპრეცედენტო ზრდის ტენდენციის პირობებში, რადგან საჰაერო ნაკადების ზრდა პირდაპირ კავშირშია შეფერხებული ფრენების რაოდენობის ზრდასთან. ფრენების რაოდენობა რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს საქართველოშიც. ამ გამოწვევის საპასუხოდ შპს „საქაერონავიგაციამ" არაერთი უმნიშნველოვანესი პროექტი განახორციელა საჰაერო მიმოსვლის უსაფრთხო, თანმიმდევრული და დროული მართვის უზრუნველსაყოფად. "ფრენების შეფერხების თავიდან ასაცილებლად განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობის დადგენა. „ევროკონტროლის" ექსპერტების დახმარებით, ჩვენ შევისწავლეთ არსებული ნაკადები, რის საფუძველზეც მოხდა გამტარუნარიანობის დადგენა, მისი ზრდის შესაძლებლობების მოძიება და განხორციელება. საქართველოს საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობის გაზრდის და საჰაერო ტრასებზე ფრენების შეფერხების შემცირების მიზნით, 2016 წელს შპს „საქაერონავიგციამ" მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს საჰაერო სივრცეში თავისუფალი მარშრუტების დანერგვასთან დაკავშირებით. „საქაერონავიგაციის" საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურის სპეციალისტების და ევროკონტროლის ექსპერტების თანამშრომლობის შედეგად, შეიქმნა თავისუფალი მარშრუტების დანერგვის საპროექტო ვარიანტი, რომელიც 2017 წლის 1 ოქტომბრიდან, მათივე მხარდაჭერით ამოქმედდა", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაციის" გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა. საქართველოს საჰაერო სივრცეში დანერგილი თავისუფალი მარშრუტების კონცეფცია მოიაზრებს პირდაპირ ფრენებს შემოსვლის წერტილიდან პირდაპირი ტრაექტორიით გასვლის წერტილზე, რაც თავის მხრივ ავიაკომპანიებისთვის ქმნის უმოკლესი მარშრუტების შერჩევის, ფრენების ეფექტურად დაგეგმარების და საჰაერო სივრცის უფრო მოქნილი სარგებლობის საშუალებას.
(NS)
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)