|
2018-06-29 17:19:24, 764 ნახვა
ეკონომიკა
ჩერქეზიშვილი: ისეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომლის მაჩვენებლებიც „საქსტატმა“ გამოაქვეყნა, 2014 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა
„ზოგადად, მაისის თვეში ეკონომიკური აქტივობა იზრდება, თუმცა, ისეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომლის მაჩვენებლებიც „საქსტატმა" დღ ეს გამოაქვეყნა, როგორც ყოველთვიურ, ისე კვარტალურ ჭრილში 2014 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ჩერქეზიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შეფასებით, 2018 წლის მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შთამბეჭდავად მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 7.5 პროცენტი შეადგინა. პირველი კვარტლის საშუალო ზრდა 5.3, ხოლო იანვარ-მაისის საშუალო ზრდა 6.1 პროცენტია. „2018 წლის მაისში დაფიქსირებულ ეკონომიკურ ზრდას, პირველ რიგში, ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა, სადაც ექსპორტის 50.2 პროცენტიანი ზრდა გვაქვს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ინიციატივები, რომლებიც განხორციელდა დღგ-სთან მიმართებაში და ამან დამატებითი ბიძგი მისცა ზრდის ტემპის დაჩქარებას. ასევე აღსანიშნავია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, რომლებიც 19.9 პროცენტით (40.7 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 245.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა" - აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: ტრანსპორტი; დამამუშავებელი მრეწველობა; ვაჭრობა; საფინანსო შუამავლობა; სასტუმროები და რესტორნები. გარდა ამისა, 2018 წლის მაისში დაფიქსირებულ ეკონომიკური ზრდას მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა. 2018 წლის მაისში საქონლის ექსპორტის 50.2 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა და 323.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტის 25.2 პროცენტით გაიზარდა და 803.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. გიორგი ჩერქეზიშვილის თქმით, ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა მოახდინა მომსახურების ექსპორტის ზრდამ. გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან. მაისში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 19.9 პროცენტით (40.7 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 245.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
(NS)
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)