|
2018-06-21 13:48:51, 1199 ნახვა
ეკონომიკა
რომეო მიქაუტაძე საგურამოში 25 მეგავატიანი ქვესადგურის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, რომეო მიქაუტაძე საგურამოში ახალი, 25 მეგავატიანი ქვესადგურის გახსნის ღონისძიებას დაესწრო, რომელიც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დაკვეთით კომპანია „ენერგოსერვისმა“ ააშენა. „ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა, რადგან ეს უშუალო კავშირშია როგორც დარგის განვითარებასთან, ასევე ინვესტიციების მოზიდვასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალი ქვესადგური პირდაპირ კავშირში შეიძლება არ იყოს მოსახლეობის ენერგომომარაგებასთან, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, რომ ამით ჩვენ მივიღებთ რამდენიმე სათავე ნაგებობების, ასევე სატუმბე სადგურების ელექტროენერგიით მომარაგების გაუმჯობესებას, რაც, თავის მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი გარანტი იქნება თბილისის სტაბილური წყალმომარაგებისთვის“ - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ასეთი ობიექტები ბევრი იყოს ჩვენს ქვეყანაში. „სასიხარულოა, რომ კომპანიის საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ერთი კონკრეტული ობიექტის შექმნით, რამდენიმე წლის წინ ასევე ვესწრებოდი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის გახსნის ღონისძიებას და დარწმუნებული ვარ, რომ კომპანია განვითარებას კიდევ უფრო მეტი წარმატებით გააგრძელებს. მოგეხსენებათ, რომ ენერგეტიკულ სექტორში საკმაოდ დიდი გამოწვევები გვაქვს, იზრდება მოხმარება, ბევრი ობიექტი შენდება და მინდა იცოდეთ, რომ თითოეული ასეთი პროექტის მხარდამჭერი ყოველთვის იქნება ეკონომიკის სამინისტრო“, - აღნიშნა მიქაუტაძემ. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალი, 25 მეგავატიანი ქვესადგურის მშენებლობას 5 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია მოხმარდა, ხოლო მისი განხორციელების პროცესში 40 ადამიანი დასაქმდა. ქვესადგურს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის საგურამოს და ნატახტარის სათავე ნაგებობების, ასევე სატუმბე სადგურების ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას გააუმჯობესებს, რაც თბილისის სტაბილური წყალმომარაგების კიდევ ერთი გარანტი იქნება. კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი GGU (Georgian Global Utilities) ჯგუფის წევრია. თავის მხრივ Georgia Global Utilities „საქართველოს კაპიტალში“ შემავალი კომპანიაა, რომელიც ინვესტირებას წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის მიმართულებით ახორციელებს.
(NS)
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
სესმა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაცია გამოავლინა|ობიექტს საქმიანობა შეუჩერეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)