|
2018-06-19 16:40:13, 1190 ნახვა
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა: ფინანსთა სამინისტროს მიერ ინიცირებული რეფორმები ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს მიერ ინიცირებულია და მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები საგადასახადო პოლიტიკის და საგადასახადო ადმინისტრირების სრულყოფის კუთხით, რომელიც მიზნად ისახავს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებას, და ორიენტირებულია ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. ასევე, როგორც გაგუამ აღნიშნა, საგადასახადო პოლიტიკა მხარს დაუჭერს ქვეყნის გარემოსდაცვით პოლიტიკას. „მნიშვნელოვან რეფორმათა შორის, გამოვყოფდი უპრეცედენტო, მცირე ბიზნესისათვის მეგობრული, დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღებას, რაც გულისხმობს საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის შემცირებას ხუთჯერ 5%-დან 1%-მდე. ასევე დღგ-ის ავტომატური დაბრუნების რეფორმას, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ბიზნესგარემოს ქვეყანაში და შექმნის დამატებული ღირებულების ადმინისტრირების სისტემას, განვითარებულ ქვეყნებში არსებული მაღალი სტანდარტის შესაბამისად," - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ. მისი თქმით, გაძლიერდება საგადასახადო ადმინისტრირების სისტემის ეფექტიანობა. დაგეგმილი რეფორმების მიზანი კი იქნება გაამარტივოს ბიზნესისათვის ადმინისტრირების ტვირთი და ზოგადად, გააუმჯობესოს ბიზნეს გარემო ქვეყანაში, ახლებური მიდგომებით და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით. „და ბოლოს, მთავრობის საკვანძო მიმართულება არის მცირე მთავრობის კონცეფცია. ის სრულად არის ასახული წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამაში, რომლის თანაავტორიც გახლავართ. ჩვენი ხედვა ეფუძნება მცირე, მაგრამ ამავე დროს, ეფექტიანი, ოპერატიული და მოქნილი მთავრობის კონცეფციას რომელიც სრულად შეესაბამება და პასუხობს ქვეყნის განვითარების მიზნების წინაშე მდგარ გამოწვევებს", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ნიკოლოზ გაგუამ.
(NS)
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
სესმა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაცია გამოავლინა|ობიექტს საქმიანობა შეუჩერეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)