|
2018-06-19 16:30:33, 1098 ნახვა
ეკონომიკა
გაგუა: შენარჩუნდება ბიუჯეტის დაბალი დეფიციტი, რაც სრულად პასუხობს მაკროეკონომიკური სტაბილურობის გამოწვევებს
საშუალოვადიანი ფისკალური ჩარჩო მიმდინარე ხარჯების კლებადი ტენდენციის მიუხედავად, შეინარჩუნებს სოციალური უზრუნველყოფის მიმართულების 9-10 პროცენტიან ნიშნულს, რაც ნიშნავს იმას, რომ სოციალური ხარჯები გაიზრდება მშპ-ის ზრდის პროპორციულად, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ნიკოლოზ გაგუამ პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ფისკალური ჩარჩო გულისხმობს მიმდინარე ხარჯების შემცირებას მშპ-თან მიმართებაში, მთავრობა კვლავ იქნება სოციალურად ორიენტირებული. „სოციალური უზურნველყოფის მუხლით, განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროში გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და ამ მიმართულებით დაფინანსებამ მშპ-ის 9-10 პროცენტი შეადგინა (2013 წლამდე აღნიშნული მაჩვენებელი 7-8 პროცენტის ფარგლებში იყო). მომავალშიც, ხარჯების ზრდასთან ერთად, გადაიდგმება ნაბიჯები სოციალური პროგრამების ხარისხობრივი ზრდის მიმართულებით, რათა ფინანსური რესურსები მაქსიმალურად იქნეს მორგებული, მოწყვლადი ჯგუფების სოციალური მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესების საჭიროებებზე", - აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ. მისი განცხადებით, შენარჩუნდება ბიუჯეტის დაბალი დეფიციტი, რაც სრულად პასუხობს მაკროეკონომიკური სტაბილურობის გამოწვევებს და ქვეყნის განვითარების მოთხოვნებს. როგორც ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა, მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანი და გამჭვირვალე სისტემის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. „ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების წარმატება დადასტურდა ქვეყნის მე-5 ადგილით, ღია ბიუჯეტის ინდექსში (Open Budget Index) ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალური გამჭვივალობის შეფასებით და PEFA-ს ანგარიშით”, - განაცხადა მან.
(NS)
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
სესმა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაცია გამოავლინა|ობიექტს საქმიანობა შეუჩერეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)