23:03 - 05 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-19 12:58:33, 900 ნახვა

ეკონომიკა
ჩერქეზიშვილი: ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და რეგულაციების დანერგვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ჩერქეზიშვილმა საქართველოს პარლმენტში მთავარ ეკონომიკურ მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა.

როგორც მან პარლამეტში სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და რეგულაციების დანერგვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომელიც ხელს შეუწყობს განსაკუთრებით ენერგეტიკის, წიაღისეულის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, სამშენებლო დარგების განვითარებას.

ამასთან, გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, ეს გააუმჯობესებს ქვეყანაში სტანდარტებს და აამაღლებს ცხოვრების დონეს.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, საქართველოს როგორც „ენერგეტიკული გაერთიანების" წევრისთვის, ენერგეტიკული პოლიტიკის უმთავრესი მიმართულებები იქნება: სექტორში მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნა, ადგილობრივი ენერგორესურსების რაციონალური ათვისება და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება, ქვეყნის სტაბილური და საიმედო ენერგომომარაგების უზრუნველყოფა, ენერგეტიკული სატრანზიტო და სავაჭრო ჰაბის ფუნქციის გაძლიერება და კონკურენტული ენერგეტიკული ბაზრის განვითარება.

გიორგი ჩერქეზიშვილის ინფორმაციით, ტრანსპორტის სფეროს შემდგომი განვითარების მიზნით გაგრძელდება აქტიური მუშაობა საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში ინტეგრაციის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ლოგისტიკური სერვისების განვითარების, ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების გზით  სატრანსპორტო ოპერაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის და სატრანსპორტო განათლების დონის ამაღლების მიმართულებით.

„ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების და ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარების  მიზნით გაგრძელდება მუშაობა, საქართველოს გავლით, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი საინფორმაციო სივრცის ფორმირებისა და ამ სივრცეში ქართული კომპანიების ჩასართველად. მუშაობა გაგრძელდება ასევე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კუთხით  ინოვაციური ეკოსისტემის გასაძლიერებლად, კერძოდ, ფინანსების ხელმისაწვდომობის, საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესების, ტექნოლოგიური ტრანსფერის, სამეცნიერო ინოვაციების, ე.წ. სტარტაპ ქომუნითის გაძლიერების მიმართულებებით", -  განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის თქმით, კიდევ ერთი პრიორიტეული მიმართულება ტურიზმია: განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე; ტურიზმის პოლიტიკაში ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება იქნება საქართველოს გადაქცევა ოთხი სეზონის ტურისტულ ქვეყნად.

„აღნიშნული ეკონომიკური პოლიტიკა და პრიორიტეტული მიმართულებები ხელს შეუწყობს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, ეკონომიკის ინკლუზიურობასა და დივერსიფიკაციას", -  აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
სესმა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაცია გამოავლინა|ობიექტს საქმიანობა შეუჩერეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics