09:59 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-07 13:39:16, 1062 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ EuroDIG 2018-ის პარტნიორია

„საქართველოს ბანკის“ პარტნიორობით და  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოში პირველად „ევროპული დიალოგი ინტერნეტმმართველობის საკითხებზე - EuroDIG 2018“-ის ფორუმი გაიმართა.

EuroDIG-ი წარმოადგენს ევროპის ფარგლებში ყველაზე მასშტაბურ, ღია და მრავალმხრივ  ევროპულ პლატფორმას მოსაზრებებისა და საუკეთესო გამოცდილების გასაცვლელად - თუ როგორ უნდა იმართებოდეს ინტერნეტი. ფორუმის მეშვეობით ინტერნეტსაზოგადოების წარმომადგენლებმა, ამ სფეროში მომუშავე ადამიანებმა  მიიღეს   მათთვის საჭირო და დეტალური ინფორმაცია ევროპაში ამ მიმართულებით არსებული სიახლეების და ტრენდების შესახებ.

EuroDIG 2018-ის საქართველოში ჩატარება მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ინტერნეტსაზოგადოებისთვის. ამასთან,  ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფორუმი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანაში, ხოლო მეორე შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში ჩატარდა.  ფორუმში მონაწილეობდნენ  როგორც სამთავრობო, ასევე კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.ჯამში ფორუმში მონაწილეობა მიიღო 400-ზე მეტმა დელეგატმა, მათ შორის აღსანიშნავია  ევროკომისარი ციფრული პოლიტიკის მიმართულებით- მარია გაბრიელა. 

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics