|
2018-06-06 11:49:50, 1316 ნახვა
ეკონომიკა
მიხალ ბონი: საქართველოში ციფრული განვითარების საკითხი ევროპარლამენტშიც უნდა განვიხილოთ
ევროპარლამენტის წევრი, პოლონეთის რესპუბლიკის გაციფროვნების ყოფილი მინისტრი მიხალ ბონი საქართველოს ციფრული განვითარების კუთხით ევროკავშირის მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრობს. „როცა ევროპარლამენტში ჩვენ განვიხილავთ ევროპის მომავალსა და ციფრულ ევროპას, შესაძლებლობა გვექნება იმაზეც ვისაუბროთ, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს, თუ არ გვინდა, რომ ის მიმდინარე მოვლენებს ჩამორჩეს“, - ასეთ განცხადებას აკეთებს ევროპარლამენტარი, რომელიც თბილისში მიმდინარე EuroDIG 2018-ს - „ევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე“ ფორუმში მონაწილეობს. მიხალ ბონის აზრით, ბევრი საკითხი არსებობს, რომელიც ევროპარლამენტში იქნას განხილლი საქართველოს ციფრული განვითარების დახმარების კუთხით, ასევე გამოყენებულ იქნას მხარდაჭერის არსებული მექანიზმები. „ჩვენ ციფრულ ევროპაზე ვსაუბრობთ და ვფიქრობ, ეს ასევე გვაძლევს შესაძლებლობას ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ვითარებაა საქართველოშ ამ კუთხით, როგორია შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ქსელების ხელმისაწვდომობა და ელექტრონული მმართველობისკენ გადადგმული ნაბიჯები. ჩემი აზრით, საქართველოში ციფრული განვითარების საკითხი ასევე ევროპარლამენტშიც უნდა განვიხილოთ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
(NS)
ევროპარლამენტი საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ დებატებს გამართავს
ადვოკატი: დავითაძესთან სოლიდარობის ნიშნად დაახლოებით ექვსი პატიმარი შიმშილობს
ლონდონში დააკავეს კაცი, რომელიც 14 წლის დიშვილს აუპატიურებდა და 20 წელი აქვს მისჯილი
ადვოკატის თქმით, დავითაძისადმი სოლიდარობის გამო პატიმარს სცემეს და ბათუმის ციხეში გადაიყვანეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)