20:17 - 05 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-05 12:57:34, 1257 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საკომუნიკაციო ბაზარი თანმიმდევრობით გაიხსნება

ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე ევროპული დიალოგის - „EuroDIG 2018“ ფორუმის ფარგლებში პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და საკომუნიკაციო ბაზარის განვითარების საკითხებზე ისაუბრა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ბაზრის გახსნილობასთან დაკავშირებით საქართველო ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში მოქმედებს.

„ჩვენ გვაქვს ვალდებულება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე და ბაზარი  იმ თანმიმდევრობით, რა ვალდებულებაც გაგვაჩნია, აუცილებლად გაიხსნება. რომ დავაკონკრეტოთ - აქაც არის დაშვების წერტილების გახსნილობაზე ლაპარაკი. თვითონ ბაზარი, რა თქმა უნდა, გახსნილია და დღესაც შეუძლია ნებისმიერ კომპანიას შემოვიდეს ბაზარზე, დარეგისტრირდეს და დაიწყოს საქმიანობა, უბრალოდ აქ საუბარი იმაზეა, რომ არსებულ ინფრასტრუქტურაზე დაშვების წერტილებში რამდენად იქნება რეგულირებადი და გახსნილი ეს მიმართულება, რაც უკვე არის ევროპის ასოცირების შეთანხმების მიხედვით ჩვენი ვალდებულება“,  -განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ინფორმაციის ხელმისაწვდომობის განვითარებაზე საუბრისას, დიმიტრი ქუმსიშვილმა გამოყო საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც გაიზარდა მაუწყებელთა რაოდენობა ქვეყანაში.

„ციფრული საეთერო მაუწყებლობის გადასვლის ფართომასშტაბიანი რეფორმის გამო, ეროვნულ დონეზე 21 არხი თავისუფლადაა ხელმისაწვდომი, რეფორმამდე 4 ნაციონალური მაუწყებელი იყო. აღნიშნულმა მყარი საფუძველი ჩაეყარა ელექტრონული მედიის, მედია პლურალიზმისა და მრავალფეროვნების მდგრად განვითარებას.“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში დააკავეს კაცი, რომელიც 14 წლის დიშვილს აუპატიურებდა და 20 წელი აქვს მისჯილი
ადვოკატის თქმით, დავითაძისადმი სოლიდარობის გამო პატიმარს სცემეს და ბათუმის ციხეში გადაიყვანეს
ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით მიმართავენ
ქადაგიშვილი - კარგია, როდესაც ადამიანები ათვითცნობიერებენ, ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics