|
2015-05-28 12:42:05, 504 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: ჩვენ უნდა გავამრავლოთ ჩვენი მეგობრები, მხარდამჭერები და გავთიშოთ მტრები
ჩვენ უნდა გავამრავლოთ მეგობრები, მხარდამჭერები და გავთიშოთ მტრები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გორში თავდაცვის აკადემიის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ 22 წელია, რაც აღდგა ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი შეიარაღებული ძალების სიმტკიცეს, მის ინტელექტუალურ გაძლიერებას, რომელიც ქმნის ქართულ არმიას. თქვენ ღირსებით ატარებთ იუნკერების გმირულ სახელს. მადლობა იმისთვის, რომ აგრძელებთ იმ ტრადიციებს, რომელსაც პირველივე ქართული რესპუბლიკის შექმნისას ჩაეყარა საფუძველი. ამავე დროს, თქვენი სასწავლებელი ატარებს დავით აღმაშენებლის სახელს, რომელმაც საქართველოს უმძიმეს ვითარებაში, სწორედ სამხედრო გამარჯვებების შედეგად, სიძლიერე და სტაბილურობა მოუტანა. დავით აღმაშენებლის სამხედრო მიღწევებს მსოფლიოში ასწავლიან და სწავლობენ. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ის სიმტკიცე, რომელსაც აქ ვქმნით, რეგიონის სტაბილურობისა და სიძლიერის გარანტიაა. დიდგორის ბრძოლა, რომელიც ბევრი სამხედრო სტრატეგისთვის სახელმძღვანელო გახდა, არის ის, რასაც სწავლობთ თქვენ და სწავლობენ სხვებიც, მაგრამ არ იქნება სწორი, დიდგორის ბრძოლა შევისწავლოთ მხოლოდ იმ დღის კონტექსტში, როცა ის მოხდა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი დიდი წინაპრისგან. ჩვენ უნდა დავინახოთ ის მთავარი გადაწყვეტილები, რომლებიც მაშინ იქნა მიღებული. რას აკეთებდა ჩვენი დიდი წინაპარი? ის ამრავლებდა მეგობრებს და ცდილობდა, გაეთიშა თავისი მტრები. ამ დიდი წინაპრის გაკვეთილებით უნდა ვიმოქმედოთ ყველამ, იქნება ეს რიგითი ჯარისკაცი, ოფიცერი თუ პოლიტიკოსი. ჩვენ უნდა გავამრავლოთ ჩვენი მეგობრები, მხარდამჭერები და გავთიშოთ მტრები. ამას ემსახურება ის დიდი პროფესიონალიზმი, რომელსაც თქვენ ეუფლებით. ამ მიზნისკენ არის ორიენტირებული ჩვენი სახელმწიფო“, - განაცხადა პრეზიდენტმა. ამასთან, პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულებს და ყველა სამხედრო პირს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა 22 წლის წინ თავდაცვის აკადემიაში დაწყებულ საქმიანობას. „მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც 22 წლის წინ ჩაუყარა საფუძველი ამ საქმიანობას, მონაწილეობა მიიღო თქვენი პროფესიონალიზმის ამაღლებაში. მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, რადგან აირჩიეთ უმნიშვნელოვანესი პროფესია, სამშობლოს დაცვა. მინდა მოგილოცოთ დღევანდელი წარმატება, მომავალი გამარჯვების იმედით და გითხრათ, რომ თითოეული მოქალაქე, პატივს სცემს იმ მუნდირს, რომელსაც თქვენ ღირსეულად ატარებთ. ღმერთი ფარავდეს საქართველოს“,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
ტრამპმა სი ძინფინი სექტემბერში თეთრ სახლში მიიწვია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)