07:08 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-03 11:11:01, 1668 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: EuroDIG-ი არის პლატფორმა, სადაც იხილება, როგორ უნდა მოხდეს ახალი ტექნოლოგიების იმპლემენტაცია ინტერნეტ-მმართველობაში

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი  EuroDIG 2018 - ის ფარგლებში გამართულ YouthDIG 2018 - ს ღონისძიებას დაესწრო.

მისი თქმით, EuroDIG-ი არის პლატფორმა, სადაც იხილება, როგორ უნდა მოხდეს ახალი ტექნოლოგიების იმპლემენტაცია ინტერნეტ-მმართველობაში.

„საქართველო მასპინძლობს EuroDIG – ს, ევროპულ დიალოგს ინტერნეტ-მმართველობისთვის. ეს არის პირველი შემთხვევაში, როდესაც ასეთ მნიშვნელოვანი ფორუმი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ტარდება. EuroDIG-ი არის პლატფორმა, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები იხილება იმისათვის, თუ როგორ უნდა მოხდეს ახალი ტექნოლოგიების იმპლემენტაცია მმართველობაში, მათ შორის, ინტერნეტ-მმართველობაში, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ამ მასშტაბის და მნიშვნელობის ინტერნეტ ფორუმის თბილისში ჩატარება იმ ფაქტმა განაპირობა, რომ საქართველოში ინტერნეტ მმართველობა სწორი მიმართულებით, ინტენსიურად ვითარდება, ინტერნეტი კი ღია და დაცულია.

ევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე - EuroDIG პლატფორმა რამდენიმე ორგანიზაციის, სამთავრობო წარმომადგენლებისა და ექსპერტების მიერ 2008 წელს შეიქმნა. EuroDIG-ის წლიური მუშაობის დასკვნით ფაზას წარმოადგენს EuroDIG-ის „გზავნილები" და წინადადებები, რომლებიც წარედგინება გაეროს „ინტერნეტ მმართველობის ფორუმს" (IGF).

 EuroDIG- ი  ყოველწლიურად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და წარმოადგენს ევროპის ფარგლებში ყველაზე მასშტაბურ, ღია და მრავალმხრივ ევროპულ პლატფორმას მოსაზრებებისა და საუკეთესო გამოცდილების გასაცვლელად - თუ როგორ უნდა იმართებოდეს ინტერნეტი.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics