|
2018-06-01 00:38:22, 1592 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: იუსტიციის მინისტრს დავავალე, საზოგადოების ფართო ფენების ლეგიტიმაციით შეირჩეს ახალი მთავარი პროკურორი
„მე დავალება უკვე მივეცი იუსტიციის მინისტრს, რომ მაქსიმალური ჩართულობით, საზოგადოების რაც შეიძლება ფართო ფენების ლეტიგიმაციით შეირჩეს ახალი მთავარი პროკურორი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში ჩართული უნდა იყოს პარლამენტის ყველა ფრაქცია, სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი. „მე ვფიქრობ, რომ ირაკლი შოთაძემ დღეს გადადგა ღირსეული ნაბიჯი და ერთი წამით არ დააყენა ეჭვქვეში პროკურატურის რეპუტაცია და გამომდინარე აქედან ჩვენ უნდა დავიწყოთ ახალი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი. მე მოვუწოდებ და დავალება უკვე მივეცი იუსტიციის მინისტრს, რომ მაქსიმალური ჩართულობით, საზოგადოების რაც შეიძლება ფართო ფენების ლეტიგიმაციით შეირჩეს ახალი მთავარი პროკურორი. პროცესში უნდა იყოს ჩართული პარლამენტის ყველა ფრაქცია, სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი, რომ არც ერთი მისხალი ეჭვი პიროვნულ რეპუტაციაზე თუ მის პრეფესიონალურ მახასიათებლებზე ახალ მთავარ პროკურორთან მიმართებაში არ არსებობდეს. ამ ნაბიჯით ჩვენ საზოგადოების მოთხოვნას გავცემთ პასუხს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებთან პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მივიდა, თუმცა მომიტინგეებმა მას სხვადასხვა ნივთები ესროლეს და სითყვის დასრულების საშუალება არ მისცეს. მთავრობის ადმინისტრაციასთან ათასობით ადამიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში დამნაშავეების დასჯას და მთავრობის გადადგომას ითხოვს.
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
საქართველოს საპატრიარქოს მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი ეწვია
ვაიმარის სამკუთხედის ელჩებმა საქართველოში ერთობლივი ქმედების პერსპექტივები განიხილეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)