|
2018-05-30 16:58:10, 1176 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე: არანაირი საუბარი და დათმობები არ ცვლის იმ პოლიტიკას, რომელიც კრემლს გააჩნია
„არანაირი ენის მოჩლექვით რუსეთთან საუბარი, ახალი დიალოგების არხების შექმნა, დათმობები თუ მაამებლური წერილები, რეალურად არ ცვლის იმ პოლიტიკას, რომელიც კრემლს გააჩნია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეჟიმების აღიარების საკითხზე განაცხადა. მისი თქმით, სირიის ამ ნაბიჯს არანაირი საერთტაშორისო სამართლებრივი ეფექტი არ ექნება. „სირიის ამ გადაწყვეტილებას არანაირი მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამართლებრივი ეფექტი რეალურად არ ექნება, პირიქით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა თუ როგორი ქვეყნები არიან მხარდამჭერნი ამ ე.წ რესპუბლიკების დამოუკიდებლობის. როგორც კი ეს რეჟიმები შეიცვლება, დარწმუნებული ვარ, რომ ეს დამოუკიდებლობაც უკან იქნება წაღებული. ამ აღიარებამ აჩვენა რომ რუსეთისთვის ეს მიმართულება, ანუ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა გრძელდება. არანარი ენის მოჩლექვით რუსეთთან საუბარი, ახალი დიალოგების არხების შექმნა, დათმობები თუ მაამებლური წერილები რუსეთის ხელისუფლების მიმართ, რეალურად არ ცვლის იმ პოლიტიკას, რომელიც მას გააჩნია“, -აღნიშნა მან. კაპანაძის თქმით, მნიშვნელოვანია, საგარეო საქმეთა მინისტრი მივიდეს პარლამენტში და თუნდაც დახურულ ფორმატში ისაუბროს არაღიარების პოლიტიკაზე. „კარგი იქნება, თუ შესაბამისი ადეკვატური აღქმა მოხდება ამ გაკვეთილის და თუ მოხდება ჩვენი ინტერესების უფრო მაღალ დონეზე აყვანა და არა იმედით თავის დანუგეშება, რომ რუსეთთან ჩვენ რამე დავალაგოთ. ამით კიდევ უფრო ვაუარესებთ მდგომარეობას. რუსეთი კლავს თავის კრიტიკულ ჟურნალისტებს, ვნახეთ გუშინ არკადი ბაბჩენკოს მკვლელობა კიევში, გამოკეტილი ჰყავს თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ციხეში და ამაში თქვენ მას ჰგავხართ და არ არის გასაკვირი, თუმცა, გასაკვირია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ სირიის გადაწყვეტილების შესახებ გუშინ შეიტყო პრესიდან. თუ ეს ასეა, ეს არის ძალიან ცუდი“, - განაცხადა კაპანაძემ. დეპუტატმა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და ისურვა, რომ ამ სიაში რუსეთის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებიც მოხვდნენ. „მთავრობა ცოტა ხანში უნდა წარდგეს ანგარიშით, ვინ მოხვდა ამ სიაში. თუმცა, მნიშვნელოვანია, სია გაზიარებული იყოს ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან“, - განაცხადა კაპანაძემ.
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
საქართველოს საპატრიარქოს მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი ეწვია
ვაიმარის სამკუთხედის ელჩებმა საქართველოში ერთობლივი ქმედების პერსპექტივები განიხილეს
თბილისში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)