18:57 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-18 14:53:43, 898 ნახვა

რეგიონი
„საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი სოფელ ზემო არქევანის მოსახლეობას შეხვდა

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი, არჩილ ბუკია,  ბოლნისის  მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო არქევანის მოსახლეობას შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სარწყავ სისტემებზე არსებული ვითარება და საირიგაციო მომსახურების გაუმჯობესების საკითხები განიხილეს.

„იმისათვის, რომ   სოფელში სარწყავი წყლის მიწოდების პროცესი დარეგულირდეს და შეფერხების გარეშე მიეწოდოს მოსახლეობას  სარწყავი წყალი, აუცილებელია ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიცვას წყალმოხმარების გრაფიკი, რათა წყალი თანაბრად  და ოპტიმალურად გადანაწილდეს“, - აცხადებენ სამინისტროში.

რწყვის სეზონის პარალელურად საქართველოს მელიორაცია სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას აგრძელებს.  

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics