20:39 - 22 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-22 19:41:20, 242 ნახვა

მოსამართლე გიორგი არევაძემ გაამართლა თურქი ბიზნესმენი, რომელმაც 20 წლის ფეხბურთელი გოგონა გაუპატიურებაში ადანაშაულებდა

ქალთა საფეხბურთო კლუბის მფლობელი თურქი ბიზნესმენი, რომელსაც 20 წლის ფეხბურთელი ქალი გაუპატიურებაში ადანაშაულებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ფეხბურთელმა ქალმა, რომელიც მეჰმეთს უიარს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, გონება დაკარგა. მათივე ცნობით, მოსამართლე გიორგი არევაძეს გადაწყვეტილება არ განუმარტავს

 გამოძიების პარალელურად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შპს “ნიკე” 4 000 ლარით დააჯარიმა, ქალი ფეხბურთელების გასახდელებში დამონტაჟებული ვიდეოკამერების აღმოჩენის შემდეგ კანონით, ეს პერსონალური მონაცემების დაცვის დარღვევაა.

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, თურქ ბიზნესმენს დაცვის 10-ზე მეტი შეიარაღებული წევრი და რამდენიმე ახლობელი გამოსაცვლელი ტანსაცმლით ელოდნენ სასამართლოს მე-7 დარბაზის წინ.

მას შემდეგ, რაც მეჰმეთ უიარმა დარბაზი დატოვა, იქ ჯერ სასამართლოს, შემდეგ კი სასწრაფო დახმარების ექიმები შევიდნენ. დარბაზში იმყოფებოდნენ მომჩივნის ადვოკატი და პროკურორი. მეგობრები ქალთან მხოლოდ ერთი საათის შემდეგ შეუშვეს, კიდევ ერთ საათში, დამამშვიდებელი პრეპარატის ზემოქმედების ქვეშ სპორტსმენი სასწრაფოს ექიმებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

2025 წლის 8 დეკემბრის საღამოს “ნიკე ლუსოს” მფლობელებმა და ფეხბურთელებმა ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვება წვეულებით აღნიშნეს. წვეულებაზე თურქი ბიზნესმენი ოჯახთან - ცოლთან და შვილთან ერთად მივიდა. რესტორანში იყვნენ მისი დაცვის წევრები და მძღოლიც.

ფეხბურთელი ქალი ჰყვება, რომ წვეულებიდან სახლში კლუბის პრეზიდენტის მძღოლმა წაიყვანა, თუმცა არა ნაქირავებ ბინაში, სადაც გუნდის რამდენიმე წევრთან ერთად ცხოვრობდა, არამედ უიარის სახლში, ძმები კარბელაშვილების ქუჩაზე აღმოჩნდა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ რვა ომი დაასრულა
ანი ნადარეიშვილი, ბაჩო ახალაიას ცოლი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გახდა
მოსამართლე გიორგი არევაძემ გაამართლა თურქი ბიზნესმენი, რომელმაც 20 წლის ფეხბურთელი გოგონა გაუპატიურებაში ადანაშაულებდა
პროკურატურა - გურჯაანში 60 წელს გადაცილებული მამაკაცი რამდენიმე წლის განმავლობაში, ძალადობით, არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებებს ახორციელებდა, შემდეგ კი გააუპატიურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics