|
2018-05-17 19:13:23, 846 ნახვა
რეგიონი
საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში პროექტის „ჩემი სახლისკენ მიმავალი გზა“ პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში პროექტ „ჩემი სახლისკენ მიმავალი გზა“-ს ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა და დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აღნიშნული პროექტის ფარგლებში მხატვრების მიერ შექმნილი 40-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, ჟანრობრივად და ტექნიკური შესრულებითაც განსხვავებული. მხატვრების მიერ დახატული გზა არის გზა, რომელიც ყველა ქართველმა უნდა გაიაროს, ეს თანაცხოვრებისა და ერთიანობის გზაა. საგამოფენო დარბაზში აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის მიერ ამ პროექტის ფარგლებში შექმნილი დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია მოეწყო. გამოფენის გახსნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ცერცვაძე, აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე დავით ბაძაღუა, მხატვრები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ. „მინდა გითხრათ, რომ თემა არის ტკივილის და მოლოდინის თემა. „გზა“ როგორც თემა მოტანილია მხატვრების მიერ თავის ნამუშევრებში და ეს გზა არის მეგობრობისკენ, დავიწყებული ურთიერთობებისკენ, ამ გზის მოლოდინში ვართ ყველა. ამ გზის მოლდინში არიან სოხუმშიც“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ. პროექტი აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.
(NS)
ტრამპი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ რვა ომი დაასრულა
ანი ნადარეიშვილი, ბაჩო ახალაიას ცოლი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გახდა
მოსამართლე გიორგი არევაძემ გაამართლა თურქი ბიზნესმენი, რომელმაც 20 წლის ფეხბურთელი გოგონა გაუპატიურებაში ადანაშაულებდა
პროკურატურა - გურჯაანში 60 წელს გადაცილებული მამაკაცი რამდენიმე წლის განმავლობაში, ძალადობით, არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებებს ახორციელებდა, შემდეგ კი გააუპატიურა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)