|
2018-05-07 18:17:55, 1886 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე: ვერც ერთი ეკონომიკა ვერ იქნება წარმატებული თუ ციფრული ეკონომიკის სექტორი არ იქნება განვითარებული
იმ ტენდენციებიდან გამომდინარე, რაც დღეს მსოფლიო ეკონომიკაშია, ვერც ერთი ეკონომიკა ვერ იქნება წარმატებული თუ ციფრული ეკონომიკის სექტორი არ იქნება განვითარებული, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ამიტომ სასიცოცხლოდ აუცილებელი და მნიშვნელოვანია საქართველოში ტექნოლოგიური სტარტაპების კიდევ უფრო წახალისება. „სწორედ ესაა ჩვენი არგუმენტი იმ ოპონენტებთან საუბრისას, რომლებიც ამბობენ, რომ თურმე ტექნოლოგიურ სტარტაპებში სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა და ინვესტირება, წყალში გადაყრილი ფული იქნება. მინდა დაგარწმუნოთ, წყალში გადაყრილი იქნება ყველა ის ინვესტიცია, რომელიც საქართველოში არ მოგვცემს ციფრული ეკონომიკის განვითარებას. მე საინტერესო შეხვედრები მქონდა ჩვენს იმ მოქალაქეებთან, რომლებიც ჩართულები არიან ამ ბიზნესში, მათ შორის, იყვნენ ისინი, ვინც თავის დროზე იძულებულები იყვნენ წასულიყვნენ საქართველოდან. დღეს, ისინი მოღვაწეობენ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და სწორედ მაღალტექნოლოგიურ საქმიანობაში არიან ჩართულები. საქართველოში არის ამის რესურსი, ჩვენს ახალგაზრდებში არის ამის პოტენციალი და გარწმუნებთ, რომ ამ მიმართულებით დაანონსებულ რეფორმას, აუცილებლად წარმატებით დავასრულებთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)