|
2018-05-07 15:26:35, 1661 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე: ჩვენი მოსახლეობა ყველაზე კარგად აცნობიერებს იმ პრობლემის არსს და მასშტაბებს, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ
ჩვენი მოსახლეობა ყველაზე კარგად აცნობიერებს იმ პრობლემის არსს და მასშტაბებს, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დაანონსებულმა ინიციატივებმა გამოიწვია ძალიან ჯანსაღი დისკუსია საზოგადოებაში. „აქედან გამომდინარე, ჩემი სურვილი იყო და არის, რომ მივსულიყავი პარლამენტში, რათა გვესაუბრა იმ ახალი თამაშის წესებზე, რომელმაც პრობლემა უნდა მოაგვაროს და სადაც ძალიან კარგად გამოჩნდებოდა, თუ ვინაა საქართველოში ახალი, სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრებისა და სიღარიბის დამარცხების მომხარე და ვინაა ამ ყველაფრის წინააღმდეგი. ასეთი ტიპის შეხვედრა აუცილებლად შედგება. სამწუხაროდ, გასულ კვირას, ოპოზიცია ვერ შეიკრიბა საქართველოს პარლამენტში. რა თქმა უნდა, როდესაც ვსაუბრობთ მასშტაბურ დისკუსიაზე და მსჯელობაზე, ეს უნდა ხორციელდებოდეს მთელ პარლამენტთან და არა მხოლოდ უმრავლესობასთან. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ როდესაც დავბრუნდები და იმედია, ოპოზიციას ექნება ამის სურვილი და საშუალება, ასეთი დისკუსია აუცილებლად შედგება," - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)