|
2018-05-07 11:48:13, 1703 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე: ავტომობილებისა და უძრავი ქონების ე.წ. დალომბარდება უნდა აიკრძალოს
„ლომბარდებთან დაკავშირებით აუცილებლად შემოვა ახალი რეგულაცია და ჩემი განწყობაა, რომ ეს უნდა მოხდეს მიმდინარე თვეში“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჭარბვალიანობის მთავარი პრობლემა ქვეყანაში არსებული ლომბარდების არაჯანსაღი საქმიანობაა. „ლომბარდები გარკვეულ წილად გადაიქცა ჭარბვალიანობის მთავარ პრობლემად, უფრო მეტიც, ის გახდა კრიმინალის წამახალისებელი წყარო. ჩვენი მოსაზრებაა, რომ ლომბარდებში აიკრძალოს ავტომობილებისა და ასევე უძრავი ქონების ე.წ. დალომბარდება. ჩვენ მოქალაქეებსა და ლომბარდებს შორის ჩამოყალიბდა ძალიან არაჯანსაღი ურთიერთობა, ამიტომაც ლომბარდების საქმიანობის სფერო უნდა იყოს მკაცრად განსაზღვრული და არ უნდა მოიცავდეს რეგისტრირებულ ქონებას, რომელშიც მე ვგულისხმობ ავტომობილებსა და უძრავ ქონებას. ბუნებრივია, ის საპროცენტო ჭერი და მაქსიმალური ზღვარი, რომელიც დაწესდება, შეეხება აბსოლუტურად ყველა იურიდიულ პირს, ვინც არის დასაქმებული ფინანსურ სექტორში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)