20:18 - 22 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-06 11:06:05, 721 ნახვა

რეგიონი
წყალტუბოს რაიონში სასოფლო-სამეურნეო პროექტებს გაეცნენ

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი რევაზ ასათიანი წყალტუბოში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და ფერმერებს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებს რევაზ ასათიანმა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ფერმერები განსაკუთრებით სასათბურე კლასტერის პროექტით დაინტერესდნენ, რომლის განხორციელებაც 2018 წლის მეორე ნახევრიდან იგეგმება და რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერით იმერეთის რეგიონში აგროზონის შექმნას ითვალისწინებს.

პროექტი მიზნად ისახავს სასათბურე მწვანილისა და ბოსტნეულის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების სტიმულირებას და ტრადიციული საექსპორტო დარგებისათვის ახალ ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობას.

 როგორც სააგენტოს დირექტორმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს დახმარებით არაერთი სასოფლო-სამეურნეო პროექტი ხორციელდება, რომელთა საშუალებით უკვე ათასობით ფერმერმა ისარგებლა და ეს ციფრი სულ უფრო მზარდია.

შეხვედრის შემდგომ, სააგენტოს დირექტორმა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში დაფინანსებული სასათბურე მეურნეობები და სასათბურე კლასტერის მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია დაათვალიერა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის” ფარგლებში ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანი ნადარეიშვილი, ბაჩო ახალაიას ცოლი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გახდა
მოსამართლე გიორგი არევაძემ გაამართლა თურქი ბიზნესმენი, რომელმაც 20 წლის ფეხბურთელი გოგონა გაუპატიურებაში ადანაშაულებდა
პროკურატურა - გურჯაანში 60 წელს გადაცილებული მამაკაცი რამდენიმე წლის განმავლობაში, ძალადობით, არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებებს ახორციელებდა, შემდეგ კი გააუპატიურა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის XI ნაკადის გადამზადება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics