|
2018-05-04 17:06:35, 860 ნახვა
რეგიონი
იუსტიციის მინისტრმა ლანჩხუთში 52-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 52-ე საზოგადოებრივი ცენტრი ამჯერად ლანჩხუთში გახსნა. საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლისთავთან დაკავშირებით, საზოგადოებრივ ცენტრში მოეწყო გამოფენა „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა". ღონისძიების მონაწილეებმა საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული 1918-21 წლების ისტორიის ამსახველი ფოტო- და წერილობითი მასალა დაათვალიერეს. გამოფენას 2018 წელს გახსნილი ყველა საზოგადოებრივი ცენტრი უმასპინძლებს. საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა ლანჩხუთელებსა და მის სტუმრებს იუსტიციის მინისტრმა მიულოცა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკრებულოს წევრები, მოწვეული სტუმრები, ადგილობრივი მოსახლეობა და ახლომდებარე სოფლების მცხოვრებნი. თანამედროვე სტანდარტების სრულიად ახალი შენობა სპეციალურად საზოგადოებრივი ცენტრისთვის აშენდა. დღემდე საჯარო რეესტრისა და სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული ოფისები გამგეობის შენობის მე-4 სართულზე ფუნქციონირებდა. მცირე ფართობი და შეუსაბამო ინფრასტრუქტურა ხარისხიან მომსახურებას ართულებდა, ხანდაზმულებისა და შშმ პირებისათვის კი, სერვისებზე წვდომა განსაკუთრებულ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა მოეწყო; აქ ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც იქნება დაცული. საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. საზოგადოებრივ ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება არა მხოლოდ საჯარო სერვისები, არამედ „მაგთისა" და „ლიბერთი ბანკის" მომსახურებაც, რაც პენსიონერებს − პენსიის დაბიდან გაუსვლელად მიღების, ახალგაზრდებს კი, უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემს. ლანჩხუთის საზოგადოებრივი ცენტრი ლანჩხუთსა და მის მიმდებარედ მცხოვრებ 32.000-მდე მომხმარებელს მოემსახურება. ხელმისაწვდომი საბანკო მომსახურებით; 24-საათიანი კავშირით სამყაროსთან მობილური ოპერატორის საშუალებით, უკაბელო ინტერნეტითა და უფასო სკაიპის ოთახით, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, სტუმრებიც ისარგებლებენ. 52-ე საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა ლანჩხუთის სტუმრებისათვის ნამდვილ დღესასწაულად გადაიქცა. მიმდებარე ტერიტორია ჰელიუმის ბუშტებით მოირთო, ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართა საზეიმო კონცერტი.
ცენტრში ათამდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდა. იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების მთავარი მახასიათებელი ადგილობრივთა საჭიროებებზე ორიენტაციაა. საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ. იუსტიციის სახლის სერვისების გარდა, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ხდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომსახურებების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სერვისების (მაგალითად, სასკოლო ატესტატის) ადგილზე მიღება. ლანჩხუთის გარდა, დღეისათვის უკვე ფუნქციონირებს 51 საზოგადოებრივი ცენტრი ზეინდარში, შაშიანში, სართიჭალაში, გომში, რუისში, ჭალადიდში, ხევში, მანგლისში, კოდაში, ფოკაში, ნიგოითში, ჯვარში, შორაპანში, ყვარელწყალში, მუხაესტატეში, გეგუთში, მეჯვრისხევში, კაჭრეთში, ხიდისთავში, ნუკრიანში, კორბოულში, ღორეშაში, კაზრეთში, შილდაში, ორსანტიაში, ქვემო ნატანებში, კაბალში, ლენტეხში, ჩაქვში, ხრეითში, სადახლოში, რუხში, დიდ ჯიხაიშში, მარტყოფში, იორმუღანლოში, არხილოსკალოში, ტყვიავში, ვალეში, ბერძენაულში, უსახელოში, კიცხში, ლაჯანაში, ბარალეთში, კუმურდოში, წალკაში, კოხნარში, ბაკურიანში, თბილისში (გლდანში), მეორე სვირში, ფასანაურსა და ჯგალში.
(NS)
ანი ნადარეიშვილი, ბაჩო ახალაიას ცოლი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გახდა
მოსამართლე გიორგი არევაძემ გაამართლა თურქი ბიზნესმენი, რომელმაც 20 წლის ფეხბურთელი გოგონა გაუპატიურებაში ადანაშაულებდა
პროკურატურა - გურჯაანში 60 წელს გადაცილებული მამაკაცი რამდენიმე წლის განმავლობაში, ძალადობით, არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებებს ახორციელებდა, შემდეგ კი გააუპატიურა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის XI ნაკადის გადამზადება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)