|
2018-05-04 16:38:29, 1692 ნახვა
ეკონომიკა
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ტერმინალის სარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე დასრულების ფაზაშია
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ტერმინალის სარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე დასრულების ფაზაშია. ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტის ფარგლებში გაფრენის დარბაზში მიმდინარეობს დამატებითი სარეგისტრაციო დახლების მოწყობა. ასევე ემატება საპასპორტო კონტროლის ჯიხურები, როგორც გაფრენის ისე მოფრენის დარბაზებში. დასკვნით ფაზაშია აეროდრომზე ავიახომალდების სადგომების გაფართოების სამუშაოებიც, რის შემდეგაც აეროპორტი ერთდროულად 10 სხვადასხვა ტიპის ავიახომლადს მოემსახურება. “ტავ ჯორჯია” “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა და მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 180 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. “TAV Airports Holding“ მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით „ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)