|
2018-05-03 16:10:14, 1901 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტსა და ბანკის გენერალურ დირექტორს შეხვდა
ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, ვენჩაი ჟანგთან და ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, ვერნერ ლიპახთან გამართული შეხვედრისას საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ADB-ის მტკიცე და მზარდ პარტნიორობას საქართველოსთან. განხილვის საგანი იყო ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობის, ასევე, მუნიციპალური და საქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებით საქართველოსა და ADB-ის თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა აზიის განვითარების ბანკის მხრიდან გაწეულ მნიშვნელოვან დახმარებას საპენსიო რეფორმის, კერძო და საჯარო პარტნიორობის სისტემის ჩამოყალიბებისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით. ფინანსთა მინისტრმა ADB-ის ხელმძღვანელებს ქვეყანისთვის აღნიშნული პრიორიტეტული მიმართულებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა და ბანკის გენერალურმა დირექტორმა დაადასტურეს ADB-ის მისწრაფება მხარი დაუჭიროს საქართველოს ეკონომიკის შემდგომ განვითარებას. საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მონაწილეობს აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 51-ე წლიურ შეხვედრაში, რომელიც ფილიპინებში, ქ. მანილაში მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ბანკის მმართველთა საბჭოში საქართველოს სწორედ ფინანსთა მინისტრი წარმოადგენს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)