|
2018-05-03 10:15:35, 1790 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ახალი ტერმინალის დასრულების შემდეგ ქუთაისის აეროპორტის შესაძლებლობები გასამმაგდება
„დღეს აეროპორტი 300-მდე მგზავრს ემსახურება საათში და შესაძლებელი გახდება 1000-1100 მგზავრის მომსახურება. დღეს აეროპორტში 450 ადამიანი მუშაობს და მას შემდეგ, რაც ტერმინალი დასრულდება, მეტი სამუშაო ადგილები შეიქმნება და შესაბამისად, ახალი შესაძლებლობები გაჩნდება რეგიონში“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. ქუმსიშვილი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. მას სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ გენერალურმა დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ მიაწოდა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ამ დროისთვის შესრულებულია რკინა-ბეტონის სამუშაოების 90 პროცენტი, რომელიც სრულად მაისის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც დაიწყება რკინის კონსტრუქციების მონტაჟის სამუშაოები და ამით პირველი ეტაპით განსაზღვრული სამუშაოები დასრულდება. ახალი ტერმინალის დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN Studio-ს ეკუთვნის. აეროპორტის განვითარების ანალიზი კი, IATA ქონსალთინგის მიერ არის გაკეთებული, რომელმაც ყველა იმ მომსახურების სტანდარტი განსაზღვრა, რასაც აეროპორტი უნდა აკმაყოფილებდეს. აეროპორტს 6 გასავლელი ექნება. ახალი ტერმინალის მთლიანი ფართი 24 176 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ქუთაისის აეროპორტში ამ ეტაპზე 440 ადამიანია დასაქმებული, აეროპორტის მშენებლობის დასრულების შემდეგ მათი რიცხვი გაიზრდება. განახლებული ტერმინალი, 2019 წლის დასაწყისში, აეროპორტის სრული რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ გაიხსნება და ერთდროულად სამჯერ მეტ მგზავრს მიიღებს.
(NS)
კავკასიის უნივერსიტეტის CU Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტი მოიწამლა
აქტივისტს ასამართლებენ იმ აქციის გამო, რომელსაც არ დასწრებია
ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და მათი 19 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული თეიმურაზ გოგიაშვილია, იგი უკრაინაში რუსების მხარეს ომობდა
პოლიციამ 40 კილომდე ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება 14 მილიონი ლარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)