|
2018-04-30 15:49:01, 2094 ნახვა
ეკონომიკა
Golden Brand-მა „ზედაზენის“ ლუდი და ლიმონათი წლის ნომერ პირველ ბრენდად აღიარა
სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ Golden Brand 2018-ის დაჯილდოებაზე ორ ნომინაციაში გაიმარჯვა. „ზედაზენის“ ლუდი და ლიმონათი Golden Brand-მა წლის ნომერ პირველ ბრენდად აღიარა. დაჯილდოების ცერემონიალზე „ზედაზენი“ გამარჯვებულად დასახელდა ნომინაციებში ლუდი და გამაგრილებელი სასმელები. კვლევის მთავარ საგანს წარმოადგენდა ბრენდის ცნობადობა, კომპანიების მხრიდან წლის განმავლობაში ბრენდის განვითარებისთვის გაწეული სამუშაოები, როგორც ხარისხობრივად, ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული აქტივობების კუთხით. Golden Brand-ის დაჯილდოებაზე, სს „ქართული ლუდის“ კომპანია ზედიზედ სამი წელია წამყვან ნომინაციებში იმარჯვებს, რაც საზოგადოებაში მის მაღალ ნდობაზე და პროდუქციის მაღალ ხარისხზე მიუთითებს. “ის, რომ “ზედაზენი” ზედიზედ მესამედ ხდება Golden Brand-ის გამარჯვებული ჩვენთვის, კომპანიისთვის დიდი პატივია. 2012 წლიდან დღემდე „ზედაზენის“ ლუდი და ლიმონათი მომხმარებლის ფავორიტ ბრენდად რჩება და ინარჩუნებს პრემიუმ პოზიციებს გამაგრილებელი სასმელებში. სწორედ ეს არის ჩვენი კომპანიის ყველაზე დიდი მონაპოვარი. სწორედ ეს გვაძლევს მნიშვნელოვან სტიმულს იმისათვის, რომ სამომავლოდ უფრო მეტი შევძლოთ, მომხმარებლის ნდობა კიდევ უფრო გავამართლოთ და მეტი სიახლე და გემო შევთავაზოთ“, - აცხადებს ,,ქართული ლუდის კომპანიის’’ დირექტორი კახაბერ კოტრიკაძე. Golden Brand-ი გახლავთ მთავარი ჯილდო ბიზნესპროექტებისთვის საქართველოში, რომელსაც ღიად ირჩევენ ექსპერტები და მომხმარებლები. Golden Brand-ის დაჯილდოვების ცერემონია 2006 წლიდან ტარდება. ის ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოვებად არის აღიარებული.
(R)
კავკასიის უნივერსიტეტის CU Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტი მოიწამლა
აქტივისტს ასამართლებენ იმ აქციის გამო, რომელსაც არ დასწრებია
ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და მათი 19 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული თეიმურაზ გოგიაშვილია, იგი უკრაინაში რუსების მხარეს ომობდა
პოლიციამ 40 კილომდე ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება 14 მილიონი ლარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)