|
2018-04-22 16:14:23, 1790 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე: ევროპის საინვესტიციო ბანკი და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მხარს უჭერენ სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას
ევროპის საინვესტიციო ბანკი და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მხარს უჭერენ სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, ვაზილ ჰუდაკთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ბახტაძის თქმით, ქვეყანას აქვს სრული მხარდაჭერა ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტიდან ამ რეფორმის წარმატებით დასრულების საკითხში. „ევროპის საინვესტიციო ბანკს, აქვს ძალიან კარგი გამოცდილება სხვა ქვეყნებში კომერციულ ბანკებთან ერთად მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების მექანიზმების დანერგვის მიმართულებით. მიმდინარე წლის მაისში, საქართველოში იგეგმება ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელთა ვიზიტი და ჩვენ დეტალურად შევისწავლით ამ მიმართულებით არსებულ საერთაშორისო გამოცდილებას. როგორც აღვნიშნე, ჩვენ ამ რეფორმას მსხვილი, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით განვახორციელებთ. სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის დაგეგმილი ღონისძიებები, ხელს შეუწყობს მივაღწიოთ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარ მიზანს - დავძლიოთ სიღარიბე. ეს გზა კი გადის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობასა და განვითარებაზე. ესაა სასიცოცხლოდ აუცილებელი რეფორმა. ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტიდან ამ რეფორმის წარმატებით დასრულების საკითხში," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, ვაზილ ჰუდაკის თქმით, საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანაა აღმოსავლეთ სამეზობლოში. „საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანაა აღმოსავლეთ სამეზობლოში. ბანკი მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს მიმართავს როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ისე კერძო სექტორის, მათ შორის, ინოვაციური ბიზნესის განვითარების მიმართულებით. საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა, სწორედ ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის მხარდაჭერას, რაც გულისხმობს მეტი ინვესტიციის მოზიდვას სატრანსპორტო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ჩვენთან საუბარში, ფინანსთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სურს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. ჩვენ გვაქვს კარგი გამოცილება ევროკავშირის ქვეყნებში, თუ როგორც შეიძლებს კომერციულ ბანკებთან ერთად, შეიქმნას ინსტრუმენტები დამწყები, საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერისთვის, - აღნიშნა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა. ვაზილ ჰუდაკთან შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში ფინანსთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში შედგა, რომელზედაც მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე წარმატებულ პროექტებსა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.
(NS)
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)