|
2018-04-22 14:19:22, 1846 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე: საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ისევე როგორც მსოფლიო ბანკი, სრულად უჭერს მხარს ჩვენს რეფორმებს
საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში გამართულმა საგაზაფხულო შეხვედრებმა, დაადასტურა, რომ სსფ-ის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამაა, -ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ენტონი დე ლანოისთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ისევე როგორც მსოფლიო ბანკი, სრულად უჭერს მხარს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ, ისევე როგორც ეროვნულმა ბანკმა, შეასრულა ყველა კრიტერიუმი, რომელიც აღნიშნული იყო სსფ-ის პროგრამაში. „ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გავხდებით ბენეფიციარები კიდევ უფრო მეტი დახმარებისა. ზაფხულში, გარკვეული ფორმალური პროცედურების დასრულების შემდეგ, გვეცოდინება იმ დახმარების ოდენობა, რომელსაც მივიღებთ მომავალი წლიდან", - აღნიშნა ბახტაძემ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში შედგა, რომელზედაც განხილულ იქნა სსფ-ის პროგრამის მიმდინარეობა, სამომავლო პრიორიტეტები და ტექნიკური დახმარების საკითხები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ყველა ის ინტელექტუალური მხარდაჭერა, რასაც საქართველო ტექნიკური დახმარების სახით იღებს, კარგადაა გამოყენებული და იძლება მეტ შესაძლებლობას, საქართველომ ასეთი დახმარება მიიღოს მომავალშიც.
(NS)
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)