|
2018-04-20 13:47:53, 1949 ნახვა
ეკონომიკა
„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით, ბათუმში ღამის გარბენი გაიმართება
„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით, 21 აპრილს, ბათუმი მასშტაბურ, საერთაშორისო ნახევარ-მარათონს THE GREAT BATUMI NIGHT RACE უმასპინძლებს. გარბენის მიზანია სირბილის და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, შემოსული თანხა მოხმარდება ექსპერიმენტალური კლასის გახსნას აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრების ფარგლებში ჩატარდება ნახევარ მარათონი (21,1 კმ), მხიარული გარბენი (10 კმ) და ორი ბავშვთა გარბენი. ბავშვთა გარბენში მონაწილეობა უფასოა. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად 32 ქვეყნიდან ასობით პროფესიონალი სპორტსმენი და მოყვარული დარეგისტრირდა. ღამის მარათონს ბათუმი პირველად უმასპინძლებს, თუმცა ორგანიზატორები აცხადებენ რომ შეჯიბრი ყოველწლიური გახდება და სულ უფრო მეტ მონაწილეს მოიზიდავს. გარბენი შაბათ 7 საათისთვის დაიწყება. პირველ მეორე და მესამე საპრიზო ადგილას გასული სპორტსმენები ფულად ჯილდოებს მიიღებენ.
(R)
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)