|
2018-04-16 15:07:24, 2160 ნახვა
მსოფლიო
მოგერინი: ევროკავშირი რუსეთთან ურთიერთობების ხუთ მთავარ პრინციპს გადახედავს
ევროკავშირი რუსეთთან ურთიერთობების ხუთ მთავარ პრინციპს გადახედავს, - ამის შესახებ ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ დამასკოზე ზეწოლა ოფიციალურმა მოსკოვმა და თეირანმა მოახდინონ. "დღეს მთავარი განსახილველი საკითხი სირია იქნება. ევროკავშირის საბჭო მიიღებს შემაჯამებელ განცხადებას. ჩვენ დავადასტურებთ ერთობლივ პოზიციას, რომელიც წინა დღეებში 28 წევრის სახელით გამოვაქვეყნე, განსაკუთრებით კი ქიმიური იარაღის გამოყენებაზე და ამასთან დაკავშირებით ჩვენს რეაქციაზე. ჩვენ ვიმუშავებთ ბრიუსელში მომავალ კვირას დაგეგმილი კონფერენციის მოსამზადებლად. მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ გაეროს ხელმძღვანელობით პოლიტიკური პროცესის განახლებას ბიძგი მიეცეს. მომავალ კვირაში ჩვენ ვუმასპინძლებთ 70-ზე მეტ დელეგაციას, რომლებიც გაეროსა და ევროკავშირის თავმჯდომარეობით კონფერენციას დაესწრებიან. კონფერენცია ჰუმანიტარული საკითხების გარდა მიმართული იქნება სირიის შინაარსიანი პოლიტიკური მოლაპარაკებების განახლების გზების ძიებაზე. ჩვენ მუდამ ვაწყდებით წინააღმდეგობას სირიის რეჟიმის მხრიდან ჟენევაში შინაარსიანი მოლაპარაკებების პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით. ჩვენ მკაფიოდ მოვუწოდეთ რუსეთსა და ირანს, განახორციელონ ზეწოლა დამასკოზე, ჟენევაში გაეროს ხელმძღვანელობით სერიოზული დისკუსიის დასაწყებად. როგორც იცით, ჩვენ ყოველთვის ღიად ვაცხადებდით, რომ მზად ვართ, დავიწყოთ სირიის რეკონსტრუქციის დაფინანსების დაგეგმვა, რასაც სჭირდება უზარმაზარი რესურსები. თუმცა, ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაიწყება მოლაპარაკებების მყარი პროცესი ჟენევაში. სირიაში მძიმე ეკონომიკური და ჰუმანიტარული მდგომარეობაა. ხალხი იტანჯება და იღუპება. ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა, რომ ეს შეაჩეროს“, – განაცხადა მოგერინიმ. მოგერინიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მხრიდან ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმებისადმი სრული მხარდაჭერა. მისი თქმით, შეხვედრაზე მინისტრები ირანის საკითხსაც განიხილავენ. „ევროკავშირი ყოველთვის მკაფიოდ აცხადებს, რომ შეთანხმების შენარჩუნება მნიშვნელოვანია, ეს არის ევროკავშირის სტრატეგიული ინტერესი, რომელსაც მივყვებით“, -აღნიშნა მოგერინიმ.
ჯანდაცვის მინისტრმა სარჯველაძემ ბათუმის რესპუბლიკურის ემერჯენსის ხელმძღვანელი ჯუმბერ ბოლქვაძე გულგრილობაში დაადანაშაულა
პატიმარი გიორგი დავითაძე - გამაუპატიურეს, 10-მა კაცმა, ბადრაგებმა
პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ გიორგი დავითაძე ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გააუპატიურეს
სექტემბერში, დიზელი წლიურად 54%-ით გაძვირდა, ბენზინი - 30%-ით
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)