|
2018-04-14 13:29:10, 2036 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის ელჩი: სირიაში აშშ-ის ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება
ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩის ანატოლი ანტონოვის განცხადებით, საერთაშორისო კოალიციის მიერ სირიაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმა უპასუხოდ არ დარჩება. ელჩის აღნიშნული განცხადება საელჩოს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. როგორც ანტონოვმა აღნიშნა, მომხდარზე პასუხისმგებლობა აშშ-ის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებებს ეკისრებათ. "ჩვენი ყველაზე ცუდი მოლოდინები გამართლდა. ჩვენი გაფრთხილება არ შეისმინეს. წინასწარ დაგეგმილი სცენარი ხორციელდება. ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ ასეთი მოქმედებები შედეგების გარეშე არ ჩაივლის. მთელი პასუხისმგებლობა ვაშინგტონს, ლონდონს და პარიზს ეკისრება. რუსეთის პრეზიდენტის ასეთი შეურაცხყოფა მიუღებელია. ამერიკა ქიმიური არსენალის ყველაზე დიდი მფლობელია და მას უფლება არ აქვს სხვა ქვეყნები დაადანაშაულოს", - ნათქვამია აშშ-ში რუსეთის ელჩის განცხადებაში. ცნობისთვის, დღეს დილით, საერთაშორისო კოალიციამ, რომელშიც აშშ, საფრანგეთი და ბრიტანეთი შედის, სირიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. აღსანიშნავია, რომ სირიაზე სარაკეტო დარტყმას მსოფლიო ლიდერები უკვე გამოეხმაურნენ. საერთაშორისო კოალიციის ქმედებებს მხარი ევროკავშირმა, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებმა დაუჭირეს. რაც შეეხება რუსეთს, ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია და სირიაზე განხორციელებული იერიში დაგმო.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)