|
2018-04-13 14:41:25, 1594 ნახვა
ეკონომიკა
ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრი: ჩინეთი საქართველოს ე.წ. შუა დერეფნის განვითარებაში დაეხმარება
ჩინეთი საქართველოს „სარტყელისა და გზის" ინიციატივის ფარგლებში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორის, ე.წ. „შუა დერეფნის" განვითარებაში დაეხმარება, - აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრის ლი სიაოპენისა და საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, იგივე „შუა დერეფნის" განვითარებაზე, ამ საერთაშორისო მარშრუტის მეშვეობით 2015 წლიდან ხორციელდება ჩინეთიდან სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვები. ასევე შემუშავებულია გამჭოლი ტარიფი სრულ მარშრუტზე. „ჩვენ ვითხოვეთ ჩინეთის როგორც ცენტრალური ხელისუფლებიდან, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებიდან ტრანსკასპიური სატრანსპორტო მაგისტრალის, იგივე შუა მაგისტრალის პოპულარიზაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ მოვახდენთ ჩვენი შესაძლებლობების პოპულარიზაციას გარკვეული პროვინციების მიმართულებით", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთის მხარის პოლიტიკურ მხარდაჭერას „შუა დერეფნის განვითარების" კუთხით, რათა გაიზარდოს მისი როლი და მნიშვნელობა „სარტყელისა და გზის" გლობალური ინიციატივის ფარგლებში. ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრმა ქართულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით მხარდაჭერა აღუთქვა. საქართველოს ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით ჩინეთში იმყოფება, სადაც მას ჰქონდა შეხვედრები ჩინეთის კომერციის მინისტრთან და განვითარებისა და რეფორმების კომიტეტის ხელმძღვანელობასთან, რომლის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას „ერთი სარტყელი - ერთი გზის" ინიციატივის კოორდინაცია, პროექტების ხელშეწყობა და ძირითადი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება წარმოადგენს.
(NS)
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)