|
2018-04-10 14:31:48, 1775 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა დუბაის საინვესტიციო ფორუმის მონაწილეებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო
დუბაის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის დროს საერთაშორისო ინვესტორების წინაშე საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცელი მოხსენება გააკეთა. პირველმა ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდის დინამიკაზე, მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, აგრეთვე საინვესტიციო პროექტებზე ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის, უძრავ ქონებასა და ტურიზმის ინდუსტრიაში. დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება გაამახვილა მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაზე, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიზანსაც ეკონომიკის ზრდის დაჩქარება წარმოადგენს. აგრეთვე მოქმედ პროგრამაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომლის საფუძველსაც მთავრობის ეკონომიკური პროგრამა წარმოადგენს. მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებზე საუბრისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა მოგების გადასახადის რეფორმაზე, რომელიც ბიზნესს რეინვესტირებისა და ახალი სამუშაო სამუშაო ადგილების შექმნას შესაძლებლობას აძლევს. ინვესტორთა მხრიდან ასევე გამოითქვა დაინტერესება იმ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების მიმართ, რომლებიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და სხვა მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან. პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოს მაღალ პოზიციებზე ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებში, მათ შორის, მე-9 ადგილზე მსოფლიო ბანკის „Easy Doing Business 2018", მე-16 ადგილზე „ჰერითიჯის ფონდის" ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში და ა.შ. დიმიტრი ქუმსიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის დროსაც მან შეხვედრები გამართა ქვეყნის მაღალი რანგის პოლიტიკურ პირებთან და საამიროების წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან. საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე მონაწილეობა მიიღო მსოფლიო საინვესტიციო ფორუმის გახსნით დისკუსიაში, რომლის დროსაც საქართველოს რეფორმებზე და ქვეყნის ეკონომიკურ ტენდენციებზე ისაუბრა.
(NS)
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)