13:14 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-21 13:00:38, 497 ნახვა

პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიში უარყოფითად შეაფასა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიში დადებითად არ შეაფასა.

შესაბამის საკითხს კენჭი კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილის მიერ  ანგარიშის წარდგენის შემდეგ უყარეს.

კომიტეტის წარმომადგენლების თქმით, ლარის კურსის გაუფასურების პროცესში ეროვნული ბანკის მხრიდან მეტი ინტერვენციის შემთხვევაში,   შესაძლებელი იყო ლარის გაუფასურებით მოსახლეობა ნაკლებად დაზარალებულიყო.

კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ეროვნული ბანკი 2008-2009  წლებში უფრო აქტიურ ინტერვენციებს ახოროციელებდა.

მისივე თქმით, გაუგებარია,   რატომ აქვს ეროვნულ ბანკს განსხვავებული მიდგომა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  სხდომაზე ეროვნული ბანკის ანგარიშის მოსმენა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და კომიტეტის წევრების შეფასებები ძირითადად კრიტიკული იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics