|
2018-03-31 10:13:01, 2204 ნახვა
სამართალი
გენერალურმა ინსპექციამ შსს-ს თანამშრომელი თაღლითობის ბრალდებით დააკავა
გენერალურმა ინსპექციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი თაღლითობის ბრალდებით დააკავა გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ბ.-მ მოქალაქე ა.მ-ს ძალოვან სისტემაში სამსახურის დაწყებაში დახმარებას დაჰპირდა, სანაცვლოდ, დოკუმენტებისა და საქმის მოგვარებისთვის მოსთხოვა თანხა - 4000 ლარამდე. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნ.ბ. იმ დროს დააკავეს, როდესაც მოქალაქემ მოთხოვნილი თანხის ნაწილი გადასცა. პოლიციამ აღნიშნული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)