|
2018-03-30 19:00:15, 3338 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო: მშპ-ს და მიმდინარე ანგარიშის პოზიტიური დინამიკა მთავრობის მიერ დაწყებულმა ფისკალურმა რეფორმებმა განაპირობა
2018 წელი მნიშვნელოვანი დადებითი დინამიკით ხასიათდება, რასაც წლის დასაწყისიდან დაფიქსირებული მაკროეკონომიკური პარამეტრები ადასტურებს. წინასწარი შეფასებით, 2018 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 5.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის ზრდა 4.9%-ია. ასევე, მნიშნელოვანია, რომ 2017 წლის ეკონომიკური ზრდა 4,8 პროცენტიდან 5,0 პროცენტზე დაზუსტდა. პოზიტიურია საგადასახადო შემოსავლების ტენდენცია - 2018 წლის პირველი კვარტლის წინასწარი მონაცემებით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები დაგეგმილთან შედარებით 100 მილიონ ლარზე მეტით გადაჭარბდა; განსაკუთრებით აღსანიშნავია ის პროგრესი, რომელიც დაფიქსირდა მიმდინარე ანგარიშის ბალანსში. 2017 წელს დეფიციტმა მშპ-სთან მიმართებაში 8,7 პროცენტი შეადგინა, მნიშვნელოვნად ნაკლები ვიდრე 2016 წელს - 12,8%, რაც ცალსახად ფისკალური რეფორმების წარმატების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დადასტურებაა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2017 წელს წინა წელთან მიმართებაში მშპ-ს 4,2 პროცენტით გაუმჯობესდა. მნიშვნელოვანია, რომ გაუმჯობესებაში 4,0-პროცენტიანი წვლილი სავაჭრო ბალანსს უჭირავს (მათ შორის საქონლით სავაჭრო ბალანსი 1,6, ხოლო მომსახურების ბალანსი 2,4 პროცენტით გაუმჯობესდა). სავაჭრო დეფიციტი 15,6 პროცენტიდან 11,7 პროცენტამდე შემცირდა; სწრაფი ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს ექსპორტი, რომელიც იანვარ-თებერვალში 25,5 პროცენტით გაიზარდა; აღსანიშნავია, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის და მიმდინარე ანგარიშის პოზიტიური დინამიკა განაპირობა საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წელს დაწყებულმა ფისკალურმა რეფორმებმა და იმ ინიციატივებმა, რომელიც 2018 წელს დაანონსდა და რომლის განხორციელება აქტიური ტემპებით მიმდინარეობს. აღნიშნული რეფორმის წარმატებული განვითარება იქნება იმის გარანტი, რომ პოზიტიური დინამიკა გაგრძელდება მომავალ წლებში და გამოიხატება, როგორც ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაში, ისე მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაში.
(NS)
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)