|
2018-03-30 14:24:35, 2334 ნახვა
ეკონომიკა
ეროვნული ბანკი 2017 წლის მეოთხე კვარტლის საგადასახდელო ბალანსის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
2017 წლის მეოთხე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 530.9 მილიონი აშშ დოლარი (1.4 მილიარდი ლარი, მეოთხე კვარტალის მშპ-ს 13.0 პროცენტი) შეადგინა. ამავდროულად, წლიური მაჩვენებელი 1.3 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა და მშპ-ს 8.7 პროცენტი შეადგინა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში მთავარი როლი, ტრადიციულად, საქონლით ვაჭრობას ეკისრება, რომლის უარყოფითი სალდო 2017 წლის მეოთხე კვარტალში წლიურად 6.4 პროცენტით გაიზარდა და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.0 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, აღნიშნული ინდიკატორი 2017 წლის განმავლობაში 0.7 პროცენტიანი შემცირების შედეგად 3.8 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. მეოთხე კვარტალში საქონლის ექსპორტი წლიურად 28.5 პროცენტით ხოლო იმპორტი 15.8 პროცენტით გაიზარდა. „მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ტურისტული შემოსავლების გამო) ნაწილობრივ ანეიტრალებს საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. 2017 წლის მეოთხე კვარტალში მომსახურების ექსპორტი წლიურად 18.5 პროცენტით, ხოლო იმპორტი 20.4 პროცენტით გაიზარდა. მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი სალდოთი ტურისტული მომსახურება გამოირჩევა, რომლის ექსპორტი წლიურად 19.9 პროცენტით გაიზარდა და მეოთხე კვარტალში 576.8 მლნ აშშ დოლარი (1.5 მლრდ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, ასევე, ამცირებს მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 21.5 პროცენტით გაიზარდა და 2017 წლის მეოთხე კვარტალში 407.1 მლნ აშშ დოლარი (1.1 მლრდ ლარი) შეადგინა. გაზრდილი იყო როგორც კერძო სექტორის, ასევე სამთავრობო ტრანსფერები. წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, რომელიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების უმნიშვნელოვანესი წყაროა, მეოთხე კვარტალში 416.5 მლნ აშშ დოლარი (1.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 10.2 პროცენტია. მეოთხე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტის, საფინანსო და მშენებლობის სექტორებში განხორციელდა“, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში. ცნობისთვის, საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, "საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია", შესაბამისად.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)