|
2018-03-30 13:02:10, 2070 ნახვა
ეკონომიკა
ქვესადგურ „ჩუღურეთის“ მშენებლობა დასრულდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ, სსს „ინტერ რაო-ს“ ცენტრალურ აზიასა და ამიერკავკასიაში აქტივების მართვის ბლოკის ხელმძღვანელმა დიმიტრი ვოლკოვმა, საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავამ და თბილისის მერის მაოდგილემ ილია ელოშვილმა ქვესადგურ„ჩუღურეთის“ მშენებლობისდასრულების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. „დღეს ჩვენ გავხსენით ახალი ქვესადგური „ჩუღურეთი“, რომელიც მოემსახურება ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობის 25 000 აბონენტზე მეტს. თბილისის ცენტრში ახალი ენერგოობიექტის ამოქმედება დედაქალაქის ელექტრომომარაგების გაუმჯობესების კუთხით კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. ამ ტიპის პროექტებით მაღლდება ელექტრომომარაგების საიმედოობა და ხარისხი, იზრდება ინვესტიციების მოცულობა ელექტროგადამცემ ინფრასტრუქტურაში. აქ ადრე არსებული, ძველი ქვესადგურის ხანდაზმულობისა და ავარიული მდგომარეობიდან გამომდინარე, სემეკ-მა მიიღო გადაწყვეტილება ახალი ქვესადგურის მშენებლობაზე, რის შემდეგაც კომპანია „თელასმა“ ქვესადგურის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. ქვესადგურ „ჩუღურეთის“ მშენებლობაში დაახლოებით 14 მილიონი ლარი დაიხარჯა.“- განაცხადა რომეო მიქაუტაძემ. კომპანია „თელასმა“ ახალი 35/6 კვ ორტრანსფორმატორიანი ქვესადგური „ჩუღურეთი“ ააშენა, რომელიც „თეც“-ის მოძველებულ ქვესადგურს ჩაანაცვლებს. ახალი ენერგოობიექტის ექსპლუატაციაში გაშვება თბილისის ორი ცენტრალური რაიონის - ჩუღურეთის და მთაწმინდის 25 ათასამდე აბონენტის ელექტრომომარაგების ხარისხს და საიმედოობას გააუმჯობესებს. ყოფილი „თბოელექტროცენტრალის“ ტერიტორიაზე ახალი 35/6 კვ ორტრანსფორმატორიანი ქვესადგურის მშენებლობა 2017 წლის ზაფხულში დაიწყო. პროექტის ფარგლებში სრულიად ახალი შენობა აშენდა და ქვესადგური თანამედროვე ელექტრომოწყობილობებით აღიჭურვა. ქვესადგურში დამონტაჟდა 2 ცალი ABB მარკის 35კვ-იანი ძალოვანი ტრანსფორმატორი სიმძლავრით 25 მეგავატი, 12 ცალი ABB მარკის 35კვ-იანი გამანაწილებელი უჯრედები და 52 ცალი „ინვენტ ელექტროს“ მარკის 6 კვ-იანი უჯრედი.ამასთანავე განხორციელდა სარელეო დაცვის, მეორადი და ძალოვანი წრედების, მართვის და რეგულირების თანამედროვე მოწყობილობების მონტაჟი. ქვესადგურის მშენებლობასთან ერთად „თელასმა“ ახალი ორჯაჭვა სარეზერვო საკაბელო ხაზის მშენებლობა დაიწყო, რომელიც ქვესადგურ „ჩუღურეთს“ „ორთაჭალა ჰესთან“ აკავშირებს. ამჟამად აღნიშნული 4,7 კილომეტრიანი სარეზერვო კვების ხაზი ქვესადგურის და მისი აბონენტების საიმედო ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს. ქვესადგურის და სარეზერვო ხაზის მშენებლობის პროექტების განსახორციელებლად კომპანია „თელასმა“ 14 მილიონ ლარამდე დახარჯა. ძველი ქვესადგური ექსპლუატაციაში 1950 წელს შევიდა. მისი ხანდაზმულობისა და ავარიული მდგომარეობიდანგამომდინარე, 2016 წელს სემეკ-მა მიიღო გადაწყვეტილება ახალი 35კვ-იანი ორტრანსფორმატორიანი ქვესადგურის მშენებლობაზე. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 დეკემბრის №2618 განკარგულების საფუძველზე სს „თელასსა“ და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულებადა ქვესადგურის მშენებლობისთვის „თელასს“1200კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადაეცა. მარეგულირებელი კომისიის დადგენილების შესაბამისად, ქვესადგურის მშენებლობა 2018 წლის 1 აპრილამდე უნდა დასრულებულიყო.
(NS)
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)