|
2018-03-28 11:47:37, 1572 ნახვა
ეკონომიკა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვროცლავი-ქუთაისის პირველი რეისი შესრულდება
31 მარტს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz air ვროცლავი-ქუთაისის მიმართულებით პირველ რეგულარულ რეისს შეასრულებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ახალი მიმართულებების დამატებაზე მუდმივად მუშაობს. 2018 წელს პირველი ახალი მიმართულება - რიგა-ქუთაისი, 25 მარტს შესრულდა. 17 მაისიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Wizz air-ის მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი დადგება, რომელიც რეგურალურ რეისებს ათენის, პარიზის, რომის, ბარსელონასა და პრაღისმიმართულებით შეასრულებს. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის, ქეთი ალექსიძის განცხადებით, ახალი მიმართულებების დამატებაზე კომპანია Wizz air-თან კონსულტაციები მუდმივად მიმდინარეობს. ,,ჩვენსა და ავიაკომპანია Wizz air-ს შორის წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, 2018 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით 8 ახალი მიმართულება დაემატა. პირველი რეისი ქუთაისში რამდენიმე დღის წინ უკვე შესრულდა. 3 დღეში დაემატება ახალი, მესამე მიმართულება პოლონეთიდან, ეს გახლავთ ულამაზესი ქალაქი ვროცლავი. ასევე, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ვამატებთ 5 ახალ რეისს ევროპის ყველაზე მოთხოვნადქალაქებში. უნდა აღინიშნოს, რომ ბილეთები დაანონსებისთანავე ოქტომბერშივე თითქმის სულ გაიყიდა და კიდევ ერთი მიმართულება უკვე ნოემბერში, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე დაემატება“, - განაცხადა ქეთი ალექსიძემ.
(NS)
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)