|
2018-03-27 12:48:38, 1565 ნახვა
ეკონომიკა
საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს აგრობიზნესის მთლიანი გამოშვება წინა წელთან შედარებით 5.7%-ით გაიზარდა
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2017 წელს აგრობიზნესის მთლიანი გამოშვება წინა წელთან შედარებით გაზრდილია. კერძოდ, აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ 9.1 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5.7%-ით აღემატება. აღნიშნული მაჩვენებელი მოიცავს როგორც პირველადი პროდუქციის, ასევე პირველადი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის ღირებულებას. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, პირველადი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება 2017 წელს 3.9 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის გამოშვება, 2017 წლის წინასწარი მონაცემებით შეადგენს 5.2 მლრდ ლარს, რაც 9%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მთლიანი შიდა პროდუქტი საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2017 წელს აგროსასურსათო სექტორში შექმნილმა დამატებულმა ღირებულებამ 4,7 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 3,7 %-ით აღმატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. სოფლის მეურნეობის სექტორში 2017 წელს შექმნილი დამატებული ღირებულება 2.7 მლრდ ლარს შეადგენს და 1.6%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. აღნიშნული მაჩვენებელი მოიცავს მხოლოდ პირველადი სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების პროცესში შექმნილ დამატებულ ღირებულებას. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელ სექტორში 2017 წელს შექმნილი დამატებული ღირებულება 2.0 მლრდ ლარს შეადგენს და 6.6%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
(NS)
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)