|
2018-03-26 16:37:15, 1708 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ისრაელთან ხუთი წლის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვის 1 მილიარდ დოლარამდე გაზრდაზე შევთანხმდით
ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრ ელი კოენს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ორმხრივი კავშირების განვითარების ძირითადი მიმართულებები განიხილეს. მხარეები საქართველოსა და ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდაზე შეთანხმდნენ. „ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრთან. ჩვენ შევთანხმდით მრავალი მიმართულებით ჩვენი ურთიერთობების განვითარებაზე, მათ შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდაზე. შევთანხმდით, რომ ხუთი წლის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვამ 1 მილიარდ დოლარს მიაღწიოს" - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ამასთან, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თავისი კოლეგა ელი კოენი საქართველოში მოიპატიჟა. ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრი საქართველოს სავარაუდოდ, 10 მაისს ეწვევა, როდესაც საქართველო-ისრაელის ერთობლივი საწარმო გაიხსნება. „მოხარული ვიქნები, თუ ჩემი კოლეგა 10 მაისს გვესტუმრება, როდესაც გავხსნით ერთობლივ საწარმოს. ასევე გაიმართება ბიზნესფორუმი, რომ მაქსიმალურად შევძლოთ კერძო სექტორის დაახლოება და იმ ინტერესის მაქსიმალურად გამოყენება, რომელიც ჩვენი ორი ქვეყნის კერძო სექტორს გააჩნია", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მნიშვნელობას და იმ გამოცდილების გაზიარებას, რაც ისრაელს ამ მიმართულებით გააჩნია.
(NS)
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)