|
2018-03-22 18:07:03, 805 ნახვა
რეგიონი
ჯვარში „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ამბულატორია“ გაიხსნა
ქალაქ ჯვარში „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ამბულატორია“ გაიხსნა. ობიექტი აღჭურვილია თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპარატურით. ამბულატორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობითა და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით გაიხსნა. გახსნის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური ატაშე თომას შოლი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, ჯვარის ამბულატორიის დირექტორი გოჩა ლიპარტია, წალენჯიხა-ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და დევნილი მოსახლეობა ესწრებოდნენ. (NS)
ე.წ. დეზერტირების ბაზრის რეაბილიტაცია იწყება, რომელსაც მისი მფლობელი, კერძო მესაკუთრე განახორციელებს
პროკურატურა კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
Transparency International: პარტია „ხალხის ძალას“ ივანიშვილის უახლოესი გარემოცვა აფინანსებს
თბილისობა წელს 3 და 4 ოქტომბერს ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)