|
2026-09-22 15:30:30, 3911 ნახვა
საზოგადოება
ე.წ. დეზერტირების ბაზრის რეაბილიტაცია იწყება, რომელსაც მისი მფლობელი, კერძო მესაკუთრე განახორციელებს
ე.წ. დეზერტირების ბაზრის რეაბილიტაცია იწყება, რომელსაც მისი მფლობელი, კერძო მესაკუთრე განახორციელებს. "ქართული ოცნების" მერის, კახა კალაძის თქმით, სამუშაოებზე მერიამ ნებართვა გასცა, თუმცა, ის კერძო მესაკუთრეს მოუწოდებს, სამუშაოების დასრულებამდე მოვაჭრეებს სხვა სივრცე გამოუყოს. მისი თქმით იმ პერიოდში, როცა ტერიტორიის რეაბილიტაცია დაიწყება, მოვაჭრეებმა მუშაობა უპრობლემოდ უნდა შეძლონ. "ე.წ. დეზერტირების ბაზართან ხმაური იყო, ამის მიზეზი გახდა ბაზრის ადმინისტრაციის მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია ტერიტორიის მოწესრიგებასთან დაკავშირებით. პირველი რაც მინდა ვთქვა, აღნიშნული ტერიტორია კერძო საკუთრებაა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებას არ წარმოადგენს. მესაკუთრეს დაგეგმილი აქვს ტერიტორიის მოწესრიგება და სამშენებლო სამუშაოების წარმოება. მე მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ დღეს იქ არსებული მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს, არის მძიმე ანტისანიტარია. იმაზე, რომ იქაურობა იყოს მოწესრიგებული, განახლებული და რეაბილიტირებული, მუნიციპალიტეტის მხრიდან შესაბამისი ნებართვა გაცემულია. თუმცა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოწესრიგების პროცესმა იქ დასაქმებული ადამიანები არ დააზიანოს და არ დააზარალოს. ტერიტორიის მოწესრიგებაზე, განახლებასა და რეაბილიტაციაზე ნებართვა არ ნიშნავს ადამიანების ერთ დღეში, ალტერნატივის გარეშე, სამუშაოს გარეშე დატოვებას. ამ ადამიანებს ჭირდება თანადგომა და მხარდაჭერა. მათ ჩვენი მხრიდან ყველანაირი ხელშეწყობა ექნებათ...ამიტომ, ბაზრის ადმინისტრაციას მივმართავ, მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა უზრუნველყოს და მათი საქმიანობის გასაგრძელებლად შესაბამისი სივრცე გამოიყოს, რომ ისინი ყველაფრის გარეშე არ დარჩნენ... სანამ რეაბილიტაცია იქნება ტერიტორიაზე, ამ ადამიანებმა მუშაობა პრობლემების გარეშე უნდა გააგრძელონ", - თქვა კალაძემ. გუშინ, "დეზერტირების ბაზართან" გარემოვაჭრეებმა სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება გააპროტესტეს. მანამდე, კომპანია "თბილისი მოლმა" განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე არსებული კრიტიკული სანიტარიულ-ჰიგიენური ვითარებისა და ამორტიზებული მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის გამო, მასშტაბური, გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. კომპანიის განმარტებით, სანიტარიული დარღვევები საზოგადოების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. გარემოვაჭრეები ეჭვობენ, რომ რეაბილიტაციის შემდეგ ბაზრის ტერიტორიაზე დაბრუნებას ვერ შეძლებენ და ახალ სავაჭრო კომპლექსს ააშენებენ, რის გამოც ისინი ერთადერთი სამუშაოს გარეშე დარჩებიან.
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)