|
2018-03-21 17:49:55, 1826 ნახვა
ეკონომიკა
2017 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 5% შეადგინა
2017 წელს ეკონომიკა, წინა წელთან შედარებით, 5%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საგარეო ინვესტიციების გეგმასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სასტუმრო „თბილისი მარიოტში" მიმდინარე ღონისძიებაში საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროკავშირის დელეგაცია მონაწილეობს, რომელსაც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კატარინა მატერნოვა ხელმძღვანელობს. დიმიტრი ქუმსიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის დელეგაციის წევრებს საქართველოს მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო. პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, 2017 წელს მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და სწორედ დღეს დაზუსტდა გარკვეული რიცხვები. „თუ გახსოვთ, 2017 წელი წინასწარი შეფასებით, 4.8%-იანი ზრდით დავასრულეთ, თუმცა, დღეს მოხდა პირველი დაზუსტება და მინდა მოგახსენოთ, რომ 2017 წელს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, 2017 წლის ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიურ წვლილი საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებამ შეიტანა და ეკონომიკური ზრდის მთავარი წარმმართველი საქონლისა და მომსახურების წმინდა ექსპორტი იყო. დადებითი იყო ინვესტიციების და მოხმარების წვლილიც ეკონომიკურ ზრდაში.
(NS)
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)