|
2018-03-19 12:52:58, 2086 ნახვა
ეკონომიკა
ჩეთბოტი ბიზნესისთვის - თიბისი ბანკი ბიზნესების მხარდასაჭერად ახალ პროდუქტს ქმნის
პირველად საქართველოში, თიბისი ბანკი ბიზნესებს ინოვაციურ პროდუქტს- "ჩეთბოტი ბიზნესისთვის" სთავაზობს და კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს, Facebook მესენჯერში გაყიდონ საკუთარი პროდუქტი. „ჩეთბოტი ბიზნესისთვის" გაყიდვების არხია, რომლის საშუალებით სხვადასხვა კომპანიის მომხმარებლები მესენჯერის ჩეთიდან გაუსვლელად რამდენიმე წამში მიიღებენ ინფორმაციას სასურველი პროდუქტის, კომპანიის ლოკაციისა და სამუშაო საათების შესახებ და ჩეთშივე შეძლებენ სასურველი პროდუქტის შეძენას. მომხმარებლებს ბოტის მიერ შეთავაზებული პროდუქტის გაზიარება შეუძლიათ მეგობრებისთვის, ასევე ჩეთიდან გაუსვლელად. ჩეთბოტი ბიზნესებისთვის აერთიანებს შემდეგ ფუნქციებს: 1.ელექტრონული კომერცია - ელ. კომერცია ყველაზე მარტივი და სწრაფი გზაა პროდუქტის შესაძენად. ეს ფუნქცია მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს,Facebook მესენჯერშივე შეიძინონ სასურველი პროდუქტი გადახდის ნებისმიერი ფორმით, ისევე როგორც ონლაინმაღაზიაში ნივთის შეძენისას. 2.ლოკაციის და სამუშაო საათების დადგენა - ავტომატიზირებული პასუხების საშუალებით მომხმარებელი თავიდან აირიდებს ქოლ-ცენტრში დარეკვას და მოლოდინის რეჟიმს. 3.საძიებო სისტემა მეტათეგებით - მეტათეგები კომპანიას შესაძლებლობას მისცემს, კლიენტებს მისთვის ყველაზე რელევანტური შეთავაზება მიაწოდოს. მომხმარებელი ერთი სიტყვის ჩაწერით შეძლებს მისთვის საინტერესო ყველა პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიღებას. ჩეთბოტის ფუნქციები ბიზნესებს მომხმარებლებთან ურთიერთობას გაუმარტივებს, შედეგად კომპანიის გაყიდვები, ცნობადობა და კლიენტების კმაყოფილების დონე გაიზრდება. მომხმარებლები კი სასურველი პროდუქტის შეძენას მარტივად, რამდენიმე წამში შეძლებენ. ჩეთბოტის ბეტა ვერსია ბიზნესკლიენტებისთვის უკვე ხელმისაწვდომია, თუმცა პროდუქტის განვითარებისთვის მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს და მას უახლოეს მომავალში ბევრი ახალი ფუნქცია დაემატება. „ჩეთბოტი ბიზნესისთვის" სარგებლობისთვის დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა შეავსონ ვებგვერდზე www.tbcbusiness.ge, რის შემდეგაც მათ თიბისი ბანკის წარმომადეგენელი მათ ჩეთბოტის გააქტიურებაში დაეხმარება. (იმ შემთხვევაში თუ კომპანია არ ფლობს ანგარიშს თიბისი ბანკში, პროდუქტით სარგებლობისთვის საჭიროა ანგარიშის გახსნა). ჩეთბოტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.tbcbusiness.ge
(R)
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)