|
2018-03-16 14:30:22, 2100 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე: საქართველო უნდა გადავაქციოთ რეგიონალურ ცენტრად ციფრული ეკონომიკისთვის
"საქართველოს მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი მიზანი უნდა იყოს ის, რომ საქართველო გადავაქციოთ რეგიონალურ ცენტრად ციფრული ეკონომიკისთვის“, - ამის შესახებ, ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, დღეს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში ციფრული აბრეშუმის გზის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა, მისი თქმით, ციფრული აბრეშუმის გზის განვითრების იდეა გულისხმობს ერთიანი ციფრული ბაზის შექმნას, რომელიც საშუალებით, მოხდება ციფრული პროდუქტის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფლად გადაადგილება, რაც თავის მხრივ, საქართველოში ახალი სტარტაპებისა და ლაბორატორიების გაჩენის სტიმულირებას შეუწყობს ხელს. ბახტაძის განცხადებით, ამ მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული. „უახლოეს პერიოდში, შეიქნება საერთაშორისო კონსორციუმი, სადაც შევლენ წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები. ასეთ დროს, ბუნებრივია, უნივერსიტეტისა და ზოგადად, აკადემიური წრეების, ჩვენი ახალგაზრდების, ვინც არიან დაინტერესებულები თანამედროვე და ციფრული ტექნოლოგიებით ჩართულობას, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამ ყველაფერმა, უნდა მოგვცეს ის ენერგია, რომ საქართველოში შეიქმნას ისეთი ციფრული პროდუქტი, რომელზეც იქნება მოთხოვნა საერთაშორისო ბაზარზე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით საქართველოში არსებობს ნიჭი, ტალანტი და რაც მთავარია, სტრატეგია, რომ ვიყოთ წარმატებულები", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. აბრეშუმის გზის ერთიან ციფრულ ბაზართან ჰარმონიზების და ერთიანი პლატფორმის შექმნის მიზანია, საქართველომ, როგორც თანამედროვე აბრეშუმის გზის ეპიცენტრში მდებარე სახელმწიფომ, დააჩქაროს ქვეყნის განვითარება ციფრული მიმართულებით, რათა საქართველო გახდეს ვაჭრობის ელექტრონულ ტექნოლოგიებში რეგიონის ლიდერი და მთავარი მოთამაშე ქვეყანა. (NS)
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)